თავში

უძრავი ქონების ბაზრით ევროპელი ინვესტორები დაინტერესდნენ

უძრავი ქონების ბაზრით ევროპელი ინვესტორები დაინტერესდნენ
უძრავი ქონების ბაზრით ევროპელი ინვესტორები დაინტერესდნენ

ქართველი დეველოპერებისთვის სამშენებლო სფეროში კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთ შანსად ინვესტიციები რჩება. 0,5 მილიარდიანი კაპიტალის მოსაზიდად საქართველოს მენაშენეთა ასოციაციას მხოლოდ მთავრობის ნებართვა სჭირდება. როგორც ასოციაციის ხელმძღვანელი ირაკლი როსტომაშილი report.ge-თან ამბობს, ევროპელ ინვესტორებს გააცნეს ახალი პროექტი და ისინი მზად არიან საქართველოში კაპიტალის დაბანდებისთვის. ამ ეტაპზე დაბრკოლება მთავრობის მხრიდან ნებართვაა, რის შემთხვევაშიც ეპიდემიის გამო ღრმა კრიზისში მყოფი დარგი ძალების აღდგენას შეძლებს.

,,სამშენებლო სფერო დღეს არის დიდ კრიზისში და ამ მდგომარეობიდან მას მხოლოდ ინვესტიციები გამოიყვანს. მზად გვაქვს ახალი პროექტები, რომელთა განხორციელებას 0,5 მილიარდი ლარი სჭირდება. გვყავს პოტენციური ინვესტორები, რომლებიც მზად არიან თანხა საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე დააბანდონ, მხოლოდ მთავრობის ნებართვაა საჭირო.  თბილისის მერიაში ნებართვის მოსაპოვებლად არაერთი პროექტია შესული და ველოდებით. დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ დავიწყებთ ახალი პროექტების განხორციელებას. ეს იქნება მშენებლობების სრულიად ახალი ეტაპი საქართველოსთვის. ამისთვის ყველა წინაპირობაა, დღეს სხვა გზას ვერ ვხედავ, ინვესტიციები ერთადერთი გამოსავალია. ცხადია, გაუთავებლად მოლოდინის რეჟიმში ვერც ინვესტორები იქნებიან, დროულად თუ არ იქნა ნებართვა მიღებული, ისინი ვერ დაგველოდებიან და შემდეგ ამ შანსსაც დავკარგავთ", - აცხადებს როსტომაშვილი.

სამშენებლო სექტორში მძიმე მდგომარეობა BAG (საქართველოს ბიზნეს ასოციაციის)-ის კვლევამაც დაადასტურა. როგორც ორგანიზაციის გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მშენებლობის სექტორში სამუშაო ადგილების შემცირების უკიდურესად ნეგატიური მოლოდინია, რაც, სავარაუდოდ, კრიზისების დროს უძრავი ქონების ბაზარზე მოთხოვნის შემცირებას უნდა უკავშირდებოდეს. 

აღსანიშნავია, რომ 2019 წლის მეოთხე კვარტალში ყველაზე მაღალი პოზიტიური მოლოდინი დასაქმებასთან მიმართებაში სწორედ მშენებლობის სექტორში გამოვლინდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system