თავში

ფული თუ ცოდნა - რა აკლია სოფლის მეურნეობას - Exclusive

ფული თუ ცოდნა - რა აკლია სოფლის მეურნეობას
ფული თუ ცოდნა - რა აკლია სოფლის მეურნეობას - Exclusive

სოფლის მეურნეობაში არსებულ პრობლემებზე ყველაზე უკეთ სტატისტიკა საუბრობს. 2014 წლიდან სტაბილურად მცირდება ამ სექტორის წარმადობა. მიუხედავად იმისა, რომ აახელმწიფო აგრარულ სფეროში ასიგნენებს არ იშურებს, მთლიან შიდა პროდუქტში სოფლის მეურნეობის ხვედრითი წილი, სატყეო და თევზის მეურნეობასთან ერთად, სულ რაღაც 6.9%-ია.

იმის გათვალისწინებით, რომ მთელი მსოფლიო გლობალური შიმშილობისთვის ემზადება და გაერო ფიზიკური გადარჩენისთვის სახელმწიფოებს აფრთხილებს მიხედონ საკუთარ წარმოებასა და სოფლის მეურნეობას, Report.ge დაინტერესდა რატომ ვერ ვითარდება ეს სექტორი. სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ასოციაციის ხელმძღვანელმა კობა კობალაძემ Report.ge-ს ექსკლუზიურად უთხრა, ამ სექტორის ყველაზე დიდი მუხრუჭი მმართველი რგოლის არაპროფესიონალიზმი და არაკომპეტენტურობაა.

"ფული უყაირათოდ იხარჯება, არასწორადაა შედგენილი სახელმწიფო პროგრამები. მრჩება შთაბეჭდილება, რომ ამ სექტორის ხელმძღვანელ რგოლებში არავის აქვს სასოფლო სამეურნეო განათლება, ალბათ, არც კი იციან სოფლის მეურნეობის განვითარების 9 ძირითადი კანონი. სოფლის მეურნეობის ეკონომისტები უნდა მართავდეს ამ წარმოების ამ ინდუსტრიას. როგორ შეიძლება კახეთში რამის წარმოება დაიწყოთ, როცა წყლის პრობლემაა. იქ, უპირველესად, ეს უნდა მოგვარებულიყო. სადაც წყალი არაა, იქ ეკონომიკური ეფექტიც არ აქვს არაფერს. გასარწყავების პრობლემაა იმერეთში, ასპინძაში, ხულოშიც. არ გვაქვს ქარსაფარი ზოლები. რამდენიმე წლის წინ გერმანული ინვესტიციით მოეწყო, თუმცა უწყლოობის გამო გახმა და დახარჯული მილიონებიც წყლის ნაცვლად ამჯერად უწყლოობამ წაიღო," - განაცხადა კობალაძემ და დასძინა, რომ სერიოზულ პრობლემას ქმნის ასევე თანამედროვე ტექნიკა-დანადგარის დეფიციტი. მისი თქმით, გლეხების უმრავლესობა მეურნეობას მოძველებული, ტრადიციული მეთოდებით მისდევს.

"წარმოიდგინეთ, ერთ გავლაში ტექნიკა 5-6 ოპერაციას აკეთებს. თუ ამით აღვჭურვავთ ჩვენს ფერმერებს, ხომ წარმოგიდგენიათ, როგორ შეუმცირდებათ ხარჯი, შემცირდება პროდუქტის თვითღირებულება და გაეზრდებათ მოგება. ამ დროს შპს "მექანიზატორმა" შეიძინა ძვირადღირებული ტექნიკა და ვერ გაითვალისწინა ჩვენი ქვეყნის რელიეფი, რის გამოც მათ ტექნიკას მთის ფერდობებზე მუშაობა უჭირთ. გლეხი ჯერ კიდევ გუთნით ხნავს, რამაც მიწას გაუჩინა ე.წ "ქუსლი", გამკვრივება, რომელიც ქვასავით მაგარია და მცენარის ფესვს მიწის სიღრმეში არ უშვებს წყლისა და საკვების შესაწოვად. ჩინელებმა ამისტვის "შიზელები", იგივე მიწის ღრმად გამაფხვიერებლები, გამოიყენეს, ჩვენთან კი ჯერ კიდევ "დამბლადაცემული" ანუ "ფენამოწყვეტილი"(ასე ეწოდება მათ სპეც ტერმინებით) ნიადაგი გვაქვს, რომლის მოსავლიანობა კრიტიკულად დაბალია,"-განაცხადა სპეციალისტმა.

ცნობისთვის, სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტოს მონაცემებით, დღესითვის 1 172 ჰექტარზე ბაღების გასაშენებლად სახელმწიფომ ფერმერები 5.7 მილიონით დააფინანსა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system