თავში

უფუნქციოდ დარჩენილი ქუთაისის პარლამენტის შენახვა ქვეყანას 700 ათასი უჯდება

უფუნქციოდ დარჩენილი ქუთაისის პარლამენტის შენახვა ქვეყანას 700 ათასი უჯდება
უფუნქციოდ დარჩენილი ქუთაისის პარლამენტის შენახვა ქვეყანას 700 ათასი უჯდება

უფუნქციოდ დარჩენილი ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობის შენახვა სახელმწიფოს 700 ათასი ლარი უჯდება. ინფორმაციას ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია "მმართველობითი მონიტორინგის ცენტრის" მედიაპროექტი "ფლანგვის დეტექტორი" ავრცელებს.

"პარლამენტის შენობა, რომლის შენებაც 2012 წელს დასრულდა, 326 მილიონი ლარი დაჯდა. პარლამენტის შენობის შენახვაში წელიწადში საშუალოდ 1.2 მილიონ ლარს ვხარჯავდით.

წელს, 8 თვეში, უფუნქციო შენობის კომუნალურებში უკვე თითქმის 700,000 ლარი გადავიხადეთ. ამ დროს წელს სულ 400,000 დაიხარჯება ქუთაისში ტურისტულ ინფრასტრუქტურაზე და 150,000 საზოგადოებრივ ჯანმრთელობასა და უსაფრთხო გარემოზე", -წერია ინფორმაციაში.

ქუთაისში პარლამენტის სასახლე უფუნქციოდ მიმდინარე წლის იანვრიდან დარჩა. პარლამენტი სრულად თბილისში გადავიდა. მთავრობის დაპირებით, ადგილზე საპოლიციო ჰაბი მოეწყობოდა, თუმცა ამ დრომდე შენობა ცარიელია.   

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system