
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო წარმოგიდგენთ ჰაკათონს "uHack სოფლისგანვითარებისთვის", რომლის მიზანია, ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით, სასოფლო დასახლებებში მცხოვრები ან დასაქმებული ადამიანების COVID-19-ის გამოწვევებთან გამკლავებაში ხელის შეწყობა. ჰაკათონი ციფრული ტექნოლოგიებით დაინტერესებულ პირებს, პროგრამისტებს, დიზაინერებსა და აქტივისტებს გააერთიანებს.
ჰაკათონი 5 -7 ივნისს გაიმართება და მისი თემაა "დასაქმება და ტურიზმი".
ჰაკათონის მონაწილეები, მენტორების დახმარებით, 72 საათის განმავლობაში შექმნიან ციფრული პროდუქტის პროტოტიპებს, რომლებმაც უნდა უპასუხოს შემდეგ გამოწვევებს:
როგორ დავეხმაროთ სასოფლო დასახლებებში ტურისტულ სექტორს COVID-19-თან გასამკლავებლად.
როგორ შევუწყოთ ხელი სოფლად მცხოვრები მოსახლეობის (განსაკუთრებით ქალების) დასაქმებას/სამუშაოადგილების შენარჩუნებას.
გამარჯვებული გუნდ(ებ)ისთვის პროექტ(ებ)ის განსახორციელებლად გამოყოფილია 20 000 ლარი. პროექტები უნდა განხორციელდეს 2020 წლის აგვისტოს ბოლომდე და უნდა მოიცვას შემდეგი მუნიციპალიტეტებიდან ერთი ან რამდენიმე: ქედა, ხულო, ბორჯომი, ახალქალაქი, თეთრიწყარო, ყაზბეგი, ლაგოდეხი და დედოფლისწყარო.
მონაწილეები აპლიკაციის საშუალებით შეირჩევიან. ჰაკათონზე დარეგისტრირება შეუძლიათ,როგორც გუნდებს, ასევე, ინდივიდუალურ მონაწილეებს. გუნდის რეგისტრაციის შემთხვევაში, საჭიროა განაცხადის ფორმის მხოლოდ ერთხელ შევსება.
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 26 მაისი. სარეგისტრაციო ბმული: https://bit.ly/3d2VWJn
ბელა გელაშვილი
ავტორი