თავში

უკანონო სახერხი საამქროს მუშაობის ფაქტი გამოვლინდა

უკანონო სახერხი საამქროს მუშაობის ფაქტი გამოვლინდა
უკანონო სახერხი საამქროს მუშაობის ფაქტი გამოვლინდა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სახერხი საამქროს რეგისტრაციის მოთხოვნათა დარღვევის ფაქტზე, ერთი პირი ამხილეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ერთ - ერთ მოქალაქეს, შესაბამისი რეგისტრაციის გარეშე, საცხოვრებელი სახლის სარდაფში, მალულად განთავსებული ჰქონდა და ამუშავებდა მრგვალი ხე-ტყის (მორის) სახერხ დანადგარს. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულ იქნა ლენტური ხერხი, ასევე დიდი ოდენობით ფიცარი და ხის მორები. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2871-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 1 წლამდე ვადით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system