თავში

უქმე დღეების მოსალოდნელი გავლენა ეკონომიკაზე

უქმე დღეების მოსალოდნელი გავლენა ეკონომიკაზე
უქმე დღეების  მოსალოდნელი გავლენა ეკონომიკაზე

სპეციალისტების შეფასებით, უქმე დღეების დაწესება ეკონომიკურ აქტივობას მკვეთრად შეამცირებს. ამ მხრივ მიღებული გადაწყვეტილება, როგორც ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი პაატა ბაირახტარი აღნიშნავს, ირიბ შეზღუდვას ნიშნავს და ეკონომიკაში სერიოზულ პრობლემას გამოიწვევს. კერძოდ, როგორც ბაირახტარი ვარაუდობს, მოსალოდნელია უმუშევრობის ამაჩვენებლის გაუარესება, რომელიც ისედაც კატასტროფულ დონეზეა და არსებული მდგომარეობით, 20%-ს აჭარბებს.

,,ეკონომიკას შევამცირებთ შეზღუდვებით თუ სხვა ბერკეტით, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდება. პირველ რიგში, ველოდები, რომ ეკონომიკაში საერთო მოთხოვნა შემცირდება. ირიბი შეზღუდვებია, სხვანაირად ვერ შევაფასებ გადაწყვეტილებას, რომელიც უქმე დღეებთან დაკავშირებით მთავრობამ მიიღო. იმის ნაცვლად, რომ ბიზნესი ნორმალურად ამუშავდეს და კრიზისის დაძლევაზე იფიქროს, ისევ ჩაკეტვაზე დაიწყო საუბარი, რასაც არანაირი გამართლება არ აქვს. მთავრობა ცდილობს, გამოწვევას ფისკალური და სოციალური სტიმულების პაკეტებით უპასუხოს, რაც კიდევ უფრო გაზრდის ისედაც დიდ ლარის მასას და წნეხს გააჩენს ეროვნულ ვალუტაზე", - ამბობს report.ge-თან აცხადებს ბაირახტარი.

უქმე დღეების გამოცხადების გამო ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებას ელის ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი რატი აბულაძე. მისი შეფასებით, საქართველოს ეკონომიკა სტაგნაციაშია სწორედ ჩაკეტვების გამო, რაც ეპიდემიურ სიტუაციას უკავშირდება და ასეთ დროს ეკონომიკა, წესით, 24-საათიან რეჟიმში უნდა მუშაობდეს, რათა ეპიდემიის ნეგატიური გავლენა შემსუბუქდეს.

,,პოლიტიკურ და მმართველობით გადაწყვეტილებებს, ლაიტმოტივად უნდა გასდევდეს: მუშაობა, მუშაობა და მხოლოდ მუშაობა. კვლევები ცხადყოფს, რომ ეკონომიკური პოლიტიკის ვირუსის ეპიცენტრში ყოფნა საჭიროებდა: ახალი მოცემულობის ჯანდაცვის დიპლომატიას, ახალ საგადასახადო-საბიუჯეტო სტიმულებს, ახალ ფინანსურ მხარდაჭერას, ახალი ბიზნეს მოდელების გენერირებას, ახალი მოთხოვნის სტრუქტურის ინიცირებას, ახალი ეკონომიკის და ახალი პოლიტიკის შექმნას. დღეს, მსოფლიოში, ახალი გლობალური კონტექსტის კონტურების იკვეთება, ჩვენთან კი ისევ ძველ პოლიტიკურ სპეკულაციებში ვართ. არსებითია აღინიშნოს ისიც, რომ ეკონომიკური კრიზისი მძიმე სტრესი აღმოჩნდა პოლიტიკური გარემოსთვის, რომელიც ინსტრუმენტებს ეძებს, რაც მათ დაეხმარებათ ეკონომიკური კრიზისის მართვაში. ძიების შედეგად, ჩვენ არ გვაქვს ვაქცინაციის ეკონომიკური გავლენის სცენარები, თუმცა ვიცით ლოკდაუნის გავლენის შედეგები. ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის პროგრესი არ იზომება, თუმცა იზომება ქვეყნის პოლიტიკური რეფორმირების (მომავალში მოსახდენი) ეკონომიკური განვითარების მასშტაბები. ჩვენი ჯანდაცვის დიპლომატია უშედეგოა, მაგრამ ვიცით, რომ მსოფლიო ჯანდაცვის სისტემის ამაღლებაზე მიმართული მოწინავე ქვეყნების ინტერესების ფარგლებში, ჩვენთანაც დამარცხდება ეპიდემია. რადგან ეპიდემია გლობალური საფრთხეა, იგი გლობალური თანამაშრომლობის ფარგლებში აუცილებლად გადაიჭრება", - ამბობს რატი აბულაძე report.ge-თან.

მისი განცხადებით,  არსებულ ვითარებაში, საზოგადოება „პოსტ-ნდობითი“ ეკონომიკური პოლიტიკითაც ვერ ვიხელმძღვანელებთ. პრაქტიკულად, ქვეყანას უნდა ჰქონოდა ეკონომიკურ პრობლემებზე რეაგირების ზუსტი და კონკრეტული პროგრამები, რაც ხელს შეუწყობდა ეკონომიკის სწრაფ აღდგენას და ახალ ნორმაზე გადასვლას.

ცნობილია, რომ 4-11 მაისი საქართველოს მასშტაბით უქმე დღეებად ცხადდება. აღნიშნული გადაწყვეტილება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით დღეს ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა.

ამასთან, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო დამსაქმებლებს თანამშრომელთა დისტანციურ რეჟიმში გადაყვანის რეკომენდაციით მიმართავს.

საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე განიხილა ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა, რომელიც მთელს მსოფლიოში და მათ შორის, საქართველოშიც უარესდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system