თავში

უქმედება თუ არა რესტორნებში სტუმართა რაოდენობაზე დაწესებული შეზღუდვა

უქმედება თუ არა რესტორნებში სტუმართა რაოდენობაზე დაწესებული შეზღუდვა
უქმედება თუ არა რესტორნებში სტუმართა რაოდენობაზე დაწესებული შეზღუდვა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ რესტორნებთან დაკავშირებული შეზრუდვების მოხსნასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

ნათია თურნავას განცხადებით, სარესტორნე ინდუსტრიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას საათობრივი შეზღუდვის მოხსნის გარდა, კიდევ ერთი რეგულაციის მოხსნა დადგა დღის წესრიგში, რომელიც ეხება ერთ მაგიდასთან ერთდროულად 6 ადამიანზე მეტის განთავსების შესაძლებლობას, თუმცა, თურნავას თქმით, მთავრობა ჯერ დააკვირდება იმას, თუ რამდენად ზედმიწევნით შესრულდება „მწვანე პასპორტთან“ დაკავშირებული რეგულაცია.

"ამ ეტაპზე ჯერჯერობით ეს ნაწილი დავტოვეთ უცვლელად, შევხედოთ ჩვენ ყველამ ერთად, როგორ იმუშავებს და რამდენად ზედმიწევნით შესრულდება ეს "მწვანე პასპორტის" რეგულაცია", - განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით ამ ეტაპზე მთავარია ბიზნეს სექტორს "მწვანე პასპორტების" მარტივად გადამოწმების საშუალება მიეცეთ.

"ჩვენი ამოცანაა, რომ რაც შეიძლება მეტად მარტივი იყოს გადამოწმება, ხდება ეს ჩვეულებრივად სმარტფონებით ან დავუშვათ კომპიუტერის მეშვეობით, ჩვენ ვმუშაობთ რესტორნებთან, რომ უფრო მეტად ტექნიკურად გამართული იყოს. მე არ გამოვრიცხავ, რომ როგორც კი ამოქმედდება ეს სისტემა, გარკვეული ხარვეზები საოპერაციო დონეზე გამოვლინდეს, მაგრამ ამიტომაც გვექნება ჩვენ ყოველდღიური კომუნიკაცია, ჩვენც და ჯანდაცვის სამინისტროსაც, ვინც ამ აპლიკაციაზე მუშაობდა იმ ჯგუფს, რომ გავამარტივოთ და აღმოვფხვრათ სხვადასხვა სირთულე თუ გაჩნდა", - გაანცხადა თურნავამ.

შეგახსენებთ, რესტორნებს, რომელთაც პირველი დეკემბრიდან სტუმრების მიღება მხოლოდ მწვანე პასპორტით შეუძლიათ, მუშაობაზე საათობრივი შეზღუდვა მოეხსნებათ. ანუ, ისინი შეძლებენ თავისივე გადაწყვეტილების შესაბამისად იმუშაონ იმდენი ხანი, რამდენსაც ჩათვლიან საჭიროდ.

შემსუბუქდა შეზღუდვა თეატრებსა და კინოთეატრებში - 30-დან 50%-მდე გაიზრდება მაყურებელთა რაოდენობა კინოთეატრებში, თეატრებსა და ოპერებში;

საკოორდინაციო შტაბის ხელმძღვანელის, გიორგი ღიბრაძის განმარტებით, მწვანე სტატუსი ენიჭება ადამიანს, რომელიც არის სრულად ვაქცინირებული, გაკეთებული აქვს აცრის ორი დოზა; აქვს გადატანილი კოვიდინფექცია, ოღონდ ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევიდან უნდა იყოს გასული 14 დღე, კოვიდის გადატანის შემდეგ ე.წ. ჩამკეტი აღარ არის და მას მწვანე სტატუსი ექნება უკვე მუდმივად; თუ ადამიანს აქვს PCR ტესტი 72-საათიანი ვალიდურობის ან ანტიგენის დამადასტურებელი ტესტი 24-საათიანი ვალიდურობის.

მწვანე პასპორტი საჭიროა რესტორნებში, კაფეებში, ბარებში, როგორც ღია, ისე დახურულ სივრცეში. ასევე, კინოთეატრებში, თეატრებში, ოპერებში, საკონცერტო დარბაზებში, გასართობ ცენტრებში, სამორინეებში, სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებულ დაწესებულებებში, სპა ცენტრებში, ფიტნეს დარბაზებში, სასტუმროებში და სამთო კურორტების საბაგირო გზებზე

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system