თავში

უქმნის თუ არა კორონავირუსი საფრთხეს დეპოზიტებს

უქმნის თუ არა კორონავირუსი საფრთხეს დეპოზიტებს
უქმნის თუ არა კორონავირუსი საფრთხეს დეპოზიტებს

"ჩვენს დეპოზიტებს საფრთხე არ ემუქრება"  - ამშვიდებს დეპოზიტარებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე.

მისი განმარტებით, 2008 წლის კრიზისი გამოწვეული იყო ბანკების მიერ, დღევანდელი კრიზისი კი გამოწვეულია ვირუსით. მისი თქმით, ბანკები დღეს გაცილებით უკეთ არიან მომზადებული.

„ბანკები კაპიტალის, ლიკვიდობის მიხედვით არიან აბსოლუტურად მომზადებულები, რომ ამ სირთულეებს გაუძლონ, მათ აქვთ ლიკვიდობის კარგი მარაგი. ჩვენ თავიდანვე მივეცით ის შეღავათები, რაც ამ დროს ხდება ხოლმე, რათა ის დანაკარგები, რაც მათ ექნებათ, შეიწოვონ კაპიტალის და ლიკვიდობის გამოთავისუფლებისგან და გააგრძელონ ამავე დროს ეკონომიკის დაფინანსება. ასე რომ, თქვენი დეპოზიტები ნამდვილად უსაფრთხოა და საბანკო სისტემა კარგად შეძლებს ამ სირთულის გამკლავებას“, - აცხადებს ქვეყნის პირველი ბანკირი, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე.

მისი თქმით, ეროვნული ბანკი ხშირად გამხდარა კრიტიკის ობიექტი რეზერვების დაგროვების გამო. გვენეტაძის შეფასებით, პრაქტიკა აჩვენებს, რომ კრიტიკა უსაფუძვლო და ცენტრალური ბანკის პოლიტიკა სწორი იყო.

„მე ძალიან ხშირად ვამბობდი, რომ კრიზისი ნებისმიერ დროს შეიძლება მოხდეს. და ჩვენ ამისთვის მზად უნდა ვიყოთ და არ უნდა გავაკეთოთ ისეთი რამ, რაც მერე დაგვაზარალებს. ზუსტად ამიტომ იყო, როდესაც ყოველთვის ვამბობდით, რომ დოლარიზაცია არის ცუდი და არ ავიღოთ დოლარში სესხები, ზუსტად ამიტომ იყო, როდესაც ვამბობდით რომ ჭარბვალიანობა არის მაღალი და ადამიანებს და კომპანიებს უნდა ჰქონდეთ სესხი, რომელსაც ისინი მოემსახურებიან. ამ ყველაფერმა დღეს შეგვიქმნა საფუძველი, რომ გამოვიყენოთ ახლა ეს რეზერვები. ჩვენი მთლიანი რეზერვები დაახლოებით 3 მილიარდზე მეტია. ამ შემთხვევაში გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს სწორი მაკროეკონომიკური ქმედებები, რომელსაც ვაკეთებთ. ჩვენ ვიქნებით უფრო ხშირად ბაზარზე, შეიძლება ითქვას ყოველდღიურადაც. ჩვენ გვაქვს ახალი სტრატეგია, რომლითაც საშუალებას მივცემთ ბაზარს, რომ კარგად გაიაროს ეს პერიოდი“, - განაცხადა გვენეტაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system