თავში

უკრაინა რუსეთისგან გაზს აღარ იყიდის

უკრაინა რუსეთისგან გაზს აღარ იყიდის
უკრაინა რუსეთისგან გაზს აღარ იყიდის

უკრაინის მთავრობა რუსეთისგან გაზის შესყიდვას შეწყვეტს. ამის შესახებ უკრაინის პრემიერ მინისტრმა დენის შმიგალმა რადაში დეპუტატების წინაშე გამოსვლისას განაცხადა.

”ჩვენი მთავრობა არ აპირებს რუსეთიდან პირდაპირ გაზის ყიდვას. ნამდვილად”, - თქვა შმიგალმა.

ცნობისთვის, რუსეთმა და უკრაინამ 2019 წლის დეკემბრის ბოლოს ხელი მოაწერეს შეთანხმებების პაკეტს უკრაინის გავლით რუსული გაზის ტრანზიტის გაგრძელების შესახებ. ესაა ხუთწლიანი ტრანზიტული კონტრაქტი, რომლის თანახმად, გაზპრომი იძლევა გარანტიას პირველ წელს 65 მილიარდი კუბური მეტრი გაზის მიწოდებაზე, ხოლო შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში 40 მილიარდ გაზის მიწოდებაზეა ვალდებული.

გარდა ამისა, გაზის თანამშრომლობის შესახებ პროტოკოლის თანახმად, გაზპრომმა და ნაფტოგაზმა შეიძლება განიხილონ უკრაინის პირდაპირი გაზის მიწოდება უფრო დაბალ ფასში, ვიდრე ევროპული ჰაბის (NCG) ტარიფია, თუმცა ჯერჯერობით მსგავსი მოლაპარაკებების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system