თავში

უკრაინის ეკონომკა 5 წელიწადში 40%-ით უნდა გაიზარდოს - რეალურია თუ არა ზელენსკის ეკონომიკურიო გეგმა

უკრაინის ეკონომკა 5 წელიწადში 40%-ით უნდა გაიზარდოს - რეალურია თუ არა ზელენსკის ეკონომიკურიო გეგმა
უკრაინის ეკონომკა 5 წელიწადში 40%-ით უნდა გაიზარდოს - რეალურია თუ არა ზელენსკის ეკონომიკურიო გეგმა

უკრაინაში ახალი მთავრობამ მუშაობა ოფიციალურად დაიწყო. მას შემდეგ, რაც ზელენსკის ხელში მთელი ძალაუფლება კონცენტრირდა, უკრაინის პრეზიდენტმა ჩამოაყალიბა ახალი მთავრობის სამოქმედო გეგმა, რომელიც გათვლილია პირველ წელზე.

ზელენსკის ეკონომიკური პოლიტიკა ასე გამოიყურება:

ახალმა მთავრობამ დაისახა მიზნად ეკონომიკის ზრდა 40%-ით 5 წლის მანძილზე. როგორც პრემიერ-მინისტრი ალექსეი გონჩარუკი განმარტავს, მთავრობა ამის მიღწევას ეკონომიკის ლიბერალიზაციის და უცხოური ინვესტიციების მოზიდვით მოახერხებს.

„ეს არაა თითიდან გამოწოვილი რიცხვი. მომავალ წელს ჩვენ ველით ზრდას 5%-ს დონეზე, შემდეგ წლებში კი - 7%-ით“ - განაცხადა მან.

წლების მანძილზე, ომის და რუსეთთან ეკონომიკური კავშირების შეწყვეტის გამო, უკრაინაში ფიქსირდებოდა რეცესია, ხოლო ზრდა განახლდა მხოლოდ 2 %-ით. ზრდის დაჩქარების მიზნით პრეზიდენტმა ზელენსკიმ დააანონსა მასშტაბური პრივატიზაცია, რისთვისაც 1 ოქტომბრამდე უმაღლესი რადა მიიღებს კანონს, რომელიც გააუქმებს იმ სახელმწიფო საკუთრების ჩამონათვალს, რომლის გასხვისებაც დღემდე აკრძალულია. 1 დეკემბრამდე მსხვილ სახელმწიფო კომპანიებში მოიპატიჟებენ უცხოელ საინვესტიციო მრჩევლებს და მოამზადებენ მათ გასაყიდად.

მთავრობამ პრეზიდენტის ინიციატივით გააუქმა შსს ეკონომიკური განყოფილება, რაც იყო სიმბოლური ნაბიჯი.

„ამით ჩვენ ვუგზავნით ბიზნესს მკვეთრ სიგნალს, რომ მათ მუშაობაში დღეიდან არავინ ჩაერევა,“ - განაცხადა ზელენსკიმ.

2019 წლის ბოლომდე მთავრობა გეგმავს მსხვილი სახელმწიფო მონოპოლისტის, უკრაინის რკინიგზის, რესტრუქტურიზაციას კომპანიის მუშაობის გამჭირვალობის ზრდის მიზნით.

2019 წლის ბოლომდე ასევე იქნება ლეგალიზებული სათამაშო ბიზნესი, რომელიც აკრძალულია 2009 წლიდან. ტურისტების მოზიდვის გარდა, ამით ხელისუფლება გეგმავს აზარტული თამაშების გამოყვანასჩრდილოვანი ეკონომიკიდან.

1 ოქტომბრამდე მთავრობა შეიტანს პარლამენტში კანონპროექტს, რომელიც გულისხმობს აგრარული მიწების გაყიდვის აკრძალვის გაუქმებას. ზელენსკის თქმით, ეს არის სასწრაფო ამოცანა იმისთვის, რომ უკვე 2020 წლის იანვრიდან უკრაინაში ამუშავდეს მიწის ბაზარი.მიწების გაყიდვა უკრაინაში აკრძალულია ჯერ კიდევ 2002 წლიდან.

„საზოგადოებას უნდა აუხსნათ, რომ რეფორმის მიზანია ფერმერობის განვითარება და მესაკუთრეთა უფლებების დაცვა,- განაცხადა მან.

ცნობისთვის, მიწების გაყიდვის უფლების აღდგენის მომხრე იყო პეტრო პოროშენკოც, თუმცა, მან ვერ დაითანხმა საპარლამენტო უმრავლესობა. მიწების გასხვისების წინააღმდეგია მოსახლეობაც. გამოკითხვების შედეგების თანახმად, უკრაინელების 72% მომხრეა მიწების გაყიდვაზე დაწესებული აკრძალვის შენარჩუნების.

ზელენსკის თქმით, მისი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია ბრძოლა კორუფციის და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ.მან უკვე გასცა ბრძანება სასამართლოებში წმენდის დაწყების თაობაზე - 2020 წლის იანვრამდე ახალი კადრებით შეიცვლება პირველი ინსტანციის სასამართლოების 2000-ზე მეტი მოსამართლე.

„სასამართლო რეფორმის რეალიზება შესაძლებელია მხოლოდ ასეთი მკაცრი ზომებით. წმენდა უნდა შეეხოს ყველას და ეს არ იქნება ერთჯერადი აქცია - ის მიიღებს მუდმივ ხასიათს,“ - ამბობს პრეზიდენტი.

2019 წლის 1 დეკემბრამდე ამუშავდება უკრაინის განახლებული საბაჟო სამსახური - ძველი კორუმპირებული კადრების გარეშე. რეფორმის მიზანია ბრძოლა კორუფციის და გამეფებული კონტრაბანდის წინააღმდეგ.

პრეზიდენტმა ასევე დაავალა თავდაცვის ახალ მინისტრს აგრესიისგან ქვეყნის დაცვის ახალი გეგმის წარდგენა. მისი თქმით, მთავრობის კიდევ ერთი პრიორიტეტია ძლიერი, ბრძოლისუნარიანი ჯარის შექმნა და თავდაცვითი პოტენციალის გაძლიერება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system