თავში

ირაკლი ეზუგბაია უკრაინის რკინიგზის სატვირთო გადაზიდვებს უხელმძღვანელებს

უკრაინის რკინიგზის სატვირთო გადაზიდვებს უხელმძღვანელებს

საქართველოს რკინიგზის ყოფილი გენერალური დირექტორი ირაკლი ეზუგბაია უკრაინის რკინიგზის სატვირთო გადაზიდვების მიმართულებას უხელმძღვანელებს. 

ირაკლი ეზუგბაია 2005 წლიდან 2012 წლამდე იკავებდა საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორის თანამდებობას.

სატრანსპორტი დერეფნის კვლევის ცენტრი მის მუშაობას აფასებს. 

ცენტრის ინფორმაციით, საქართველოს რკინიგზაში ირაკლი ეზუგბაიას გენერალურ დირექტორად მუშაობის პერიოდში:საქართველოს რკინიგზა ჩამოყალიბდა ფინანსურად მდგრად კომპანიად, მისი შემოსავლების მოცულობამ, მიაღწია პიკურ მაჩვენებელს და ქვეყნის მთლიანი პროდუქტის 2% ი შეადგინა. საქართველოს რკინიგზის - შემოსავალმა აშშ დოლარში - 2012 წელს მიაღწია მაქსიმალურ ნიშნულს - 284.7 მილიონ აშშ დოლარს;ფინანსურად მდგარდ კომპანიად ჩამოყალიბების პირდაპირი დადასტურებაა, კომპანიის EBITDA ს - 154.2 მლნ აშშ დოლარის მიღწევა და კომპანის მომგებიანობის მარჟის 54.6 % მდე გაზრდა (ორივე მაჩვენებელი პიკური იყო), რამაც მნიშვნელოვნად გაზარდა კომპანიის საინვესტიციო მიმზიდველობა;საქართველოს რკინიგზის გადაზიდვები სტაბილურად იზრდებოდა - 2007 წელს მიაღწია მაქსიმალურ მაჩვენებელს - 2007 წელს საქართველოს რკინიგზით გადაიზიდა 22.3 მლნ ტონა ტვირთი, ტვირთბრუნვამ შეადგინა 6.928 მლნ ტონა - კილომეტრი;საქართველოს რკინიგზაზე 2011 წელს დაფიქსირდა კომპანიის მოგების პიკური მაჩვენებლი - 103. 2 მლნ ლარი. ამავე წელს რკინიგზამ სახელმწიფოს დივიდენტის სახით მაქსიმალური - 150.7 მლნ ლარი გადასცა;სხვადასხვა უცხოური საკრედიტო რეიტინგების შეფასებით, საქართველოს რკინიგზის საინვესტიციო მიმზიდველობამ აიწია ერთი საფეხურით B + დან BB - მდე;PS ყველა ჩამოთვლილი ეკონომიკური მაჩვენებელი, დღესაც - პიკური /მაქსიმალურია საქართველოს რკინიგზისათვის.

ცნობისთვის ეზუგბაია "საქართველოს რკინიგზის" გენერალური დირექტორობის პოსტიდან თავად გადადგა. მან თანამდებობიდან გადადგომის თაობაზე თხოვნით სამეთვალყურეო საბჭოს 22 ოქტომბერს მიმართა.

ამჟამად “საქართველოს რკინიგზის” გენერალური დირექტორი დავით ფერაძეა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system