თავში

უკრაინული კომპანიები ყარაბაღის აღდგენაში ჩაერთვებიან

უკრაინული კომპანიები ყარაბაღის აღდგენაში ჩაერთვებიან
უკრაინული კომპანიები ყარაბაღის აღდგენაში ჩაერთვებიან

აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრი მიქაილ ჯაბაროვი შეხვდა დელეგაციას, რომელსაც ხელმძღვანელობდა უკრაინის ვიცე პრემიერ მინისტრი, ქვეყნის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის მინისტრი ალექსეი რეზნიკოვი. ამის შესახებ აზერბაიჯანში  უკრაინის საელჩო აცხადებს. 

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ უკრაინასა და აზერბაიჯანს შორის სტრატეგიული პარტნიორობა განსაზღვრავს თანამშრომლობის მთელ სპექტრს ეკონომიკურ სფეროში. აქვე განმარტეს, რომ დეოკუპრებული ტერიტორიების რეინტეგრაციისა და ეკონომიკური განვითარების შესახებ გამოცდილების გაცვლა მნიშვნელოვანი წინაპირობაა ყველა სფეროს განვითარებისა და ორ ქვეყანას შორის გრძელვადიანი თანამშრომლობის გასაძლიერებლად. შეხვედრაზე ხაზი გაესვა იმას, რომ უკრაინის სახელმწიფო ორგანიზაციები და კერძო კომპანიები მზად არიან, მონაწილეობა მიიღონ მიზნობრივი პროექტების განხორციელებაში აზერბაიჯანის განთავისუფლებული რეგიონების ინფრასტრუქტურის აღდგენაში, რაც გულისმობს ერთობლივი საწარმოს შექმნას და სამრეწველო თანამშრომლობას უკრაინისა და აზერბაიჯანის ეკონომიკის ყველა სტრატეგიულად მნიშვნელოვან სექტორში. აღინიშნა ისიც, რომ მთავრობათაშორის დონეზე ურთიერთქმედება ქმნის საიმედო საფუძველს საგარეო სავაჭრო ოპერაციებისთვის, ინვესტიციური საქმიანობის გასაძლიერებლად და ფუნქციონალური თუ დარგობრივი პროექტების განსახორციელებლად. ორივე მხარის მთავარ ამოცანად დასახელდა სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის რაოდენობრივი მაჩვენებლებისა და ხარისხის გაზრდა, ასევე ორივე ქვეყნის ბიზნეს გარემოსთვის საჭირო მომსახურებების გაუმჯობესება. 

შეგახსენებთ, უკრაინის დელეგაცია ვიცე-პრემიერ ალექსეი რეზნიკოვის მეთაურობით ოფიციალური ვიზიტით ბაქოში იმყოფება.

ცნობისთვის, ყარაბაღში ინვესტიციის სურვილს უცხოელი ინვესტორები გამოთქვამენ. ყარაბაღში საქმის წამოწყების სურვილს გამოთქვამენ ძირითადადა თურქეთის, რუსეთის, პაკისტანის, უნგრეთის, ყაზახეთის, ინვესტორი კომპანიები.

თებერვალში აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მთიანი ყარაბაღის აღდგენის საერთო პლატფორმაზე საქართველოც მოიხმო. მისი შეფასებით, სამუშაო ჯგუფის საქმიანობა, რომელიც სომხეთის, აზერბაიჯანისა და რუსეთის ვიცე პრემიერ-მინისტრებისგან შედგება, მთელი რეგიონისთვის მნიშვნელოვანია.

"როგორც თურქეთს, ისე ირანს, და მომავალში, სურვილის არსებობის შემთხვევაში, საქართველოს, შეუძლია, შეუერთდეს ამ პლატფორმას", - აღნიშნა ალიევმა.

სომხეთისა და აზერბაიჯანის ომი ყარაბაღში შარშან 27 სექტემბერს დაიწო და 10 ნოემბრამდე გაგრძელდა. აზერბაიჯანმა, სომხეთმა და რუსეთმა 10 ნოემბერს ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას მთიანი ყარაბაღის ომის დასრულების შესახებ და ბაქომ კონტროლი აიღო ყარაბაღის რამდენიმე რეგიონზე, მათ შორის, 1990-იანი წლების დასაწყისში ომის დროს დაკარგულ რეგიონებზე. შეთანხმებების თანახმად, რუსი სამშვიდობოები განლაგდნენ მინიმუმ ხუთი წლის განმავლობაში სომხეთთან ყარაბაღის დამაკავშირებელი დერეფნის გასწვრივ. ბაქოს ახლო მოკავშირემ, თურქეთმა, რუსეთთან ერთად, რეგიონში გახსნა მონიტორინგის ცენტრი აზერბაიჯანში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დაცვის გასაკონტროლებლად. ილჰამ ალიევის განმარტებით, აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ბაზის შექმნის საკითხი დღის წესრიგში არ დგას, თუმცა ბაქო თურქულ იარაღს ყიდულობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system