თავში

Porsche Cayenne Coupé უკვე საქართველოშია

უკვე საქართველოშია

პრემიუმ კლასის ავტომობილების მწარმოებელმა გერმანულმა ბრენდმა Porsche-მ 2019 წლის მაისში მსოფლიოს Cayenne Coupe წარუდგინა, რომელიც 1 ოქტომრიდან საქართველოში პორშე ცენტრი თბილისის შოურუმშია წარმოდგენილი.

Cayenne Coupé -ს უფრო დინამიური პროპორციები და სპეციფიკური დიზაინის ელემენტები აქვს, განსაკუთრებით კი სახურავის ხაზი, რომელიც უკიდურესად მკვეთრად იწევს დაბლა უკანა მხარეს, ამ ეფექტს კიდევ უფრო შესამჩნევს ხდის სახურავის ფიქსირებული სპოილერი, რომელიც ხაზს უსვამს კუპის გამორჩეულ სილუეტს. წინა საქარე მინა და A სვეტი უფრო დაბალია, ვიდრე Cayenne-ში, აქედან გამომდინარე კი სახურავის სიმაღლეც შემცირებულია, მიახლოებით, 20 მმ-ით. ახლადშექმნილი უკანა კარები და ფრთები აფართოებს ავტომობილის მხრებს 18 მილიმეტრით, რაც ხელს უწყობს მისი ვიზუალის გაუმჯობესებას. Cayenne Coupé -ს თითოეულ მოდელში ფიქსირებული სახურავის სპოილერი კომბინირებულია ახალ ადაპტურ უკანა სპოილერთან. სპოილერი ჰარმონიულადაა ინტეგრირებული მანქანის სილუეტსა და ვიზუალში და იგი იზრდება 135 მმ-ით 90 კმ/ს სიჩქარეზე ან მეტზე, რათა გაზარდოს დაწოლა უკანა ღერძზე. ეს კი შედეგად მეტ სტაბილურობას აძლევს მძღოლს ავტომობილის მართვისას.

Porsche Cayenne Coupé ბაზრზე ისევე როგორც Cayenne რამდენიმე სიმძლავრით არის წარმოდგენილი, მათ შორის ყველაზე მძლავრი კი Cayenne Turbo S E- Hybrid Coupé-ა 680 ცხენის ძალითა და 40 კილომეტრამდე სუფთა ელექტრული დიაპაზონის შესაძლებლობებით.

პორშემ Cayenne Coupé-ში შეინარჩუნა მისთვის დამახასიათებელი დიზაინი, მაგრამ უკანა უფრო მეტად სპორტული ფორმით შეუქმნა მას აბსოლუტურად განსხვავებული ხასიათი. პორშეს კონცეფცია არა ავტომობილებზე, არამედ მარკის დნმ-ზეა ფოკუსირებული, ამიტომ ეს მოდელი პირველ რიგში ისეთ ადამიანებს დააინტერესებს, რომლებიც კაეიენის სპორტულ გენებს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system