თავში

უმაღლესი განათლების მქონე პირთა 32-38% უმუშევარია

უმაღლესი განათლების მქონე პირთა 32-38% უმუშევარია
უმაღლესი განათლების მქონე პირთა 32-38% უმუშევარია

საქართველოში, 2017-2020 წლებში, უმაღლესი განათლების მქონე ადამიანების წილი უმუშევრებს შორის საკმაოდ მაღალი იყო და ის 32%-დან 38%-მდე მერყეობდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას კვლევითი ცენტრი PMC აქვეყნებს.

აღნიშნულ პერიოდში უმაღლესი და პროფესიული განათლების მქონე ადამიანების წილი უმუშევართა რაოდენობაში კლების ტენდენციით ხასიათდებოდა, კერძოდ 2017- დან 2020 წლამდე, მათი წილი შესაბამისად, 6 და 4 პპ-თი შემცირდა. მეორე მხრივ, აღმავალი ტენდენციით ხასიათდებოდა საშუალო და საშუალოზე დაბალი განათლების მქონე ადამიანების წილი უმუშევართა რაოდენობაში (შესაბამისად, 9 და 1 პპ-თი გაიზარდა). 

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ 2017-2020 წლების საშუალო მაჩვენებლით უმაღლესი განათლების მქონე ადამიანების 9.7% უმუშევარი იყო, ხოლი მათი 28.6% სამუშაო ძალის მიღმა რჩებოდა. შესაბამისად დასაქმების საშუალო მაჩვენებელი 61.7% შეადგენდა, როდესაც 2017-2019 წლებში OECD ქვეყნების იგივე მაჩვენებელი 85.2% იყო.

უმაღლესი განათლების მქონე ადამიანებს შორის უმუშევრობის მაღალი მაჩვენებელი და სამუშაო ძალაში ჩართულობის დაბალი დონე შესაძლებელია ორი ფაქტორით იყოს განპირობებული: პირველი, საქართველოს შრომის ბაზარი ვერ ქმნის საკმაო რაოდენობის, ისეთ სამუშაო ადგილებს, რომელიც მაღალ პროფესიულ კვალიფიკაციას მოითხოვს და მეორე, განათლების დონე არ შეესაბამება შრომის ბაზრის მოთხოვნას იმ სამუშაო ადგილებზე, რომლებიც საჭიროებენ მაღალ პროფესიულ კვალიფიკაციას.

PMCG-ის მიერ მომზადებული მიმოხილვის თანახმად, 2017-2020 წლებში საქართველოში გრძელვადიანი უმუშევრობის (ერთ წელზე მეტი) 40% შეადგინა, ხოლო 2020 წელს, მოკლევადიანი უმუშევრობა (ერთ წელზე ნაკლები) მკვეთრად გაიზარდა და 67% შეადგინა. ორგანიზაციის შეფასებით, მოკლევადიანი უმუშევრობის ზრდა ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად დაწესებულ შეზღუდვებს უკავშირდება, რამაც სამუშაო ადგილების დროებით დაკარგვა გამოიწვია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system