თავში

უმოქმედო სესხების ზრდა მოსალოდნელია

უმოქმედო სესხების ზრდა მოსალოდნელია
უმოქმედო სესხების ზრდა მოსალოდნელია

ეროვნული ბანკში ვარაუდობენ, რომ კომერციული ბანკებისთვის წლის პირველი ნახევარი განსაკუთრებით რთული იქნება. ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ფიქრობს, რომ უმოქმედო სესხების ზრდა მოსალოდნელია. წინასწარი პროგნოზით, ეს მაჩვენებელი 10%-მდე გაიზრდება.

"საბანკო სექტორში რისკების წინასწარ ასახვა ხდება. იქმნება შესაძლო დანაკარგების რეზერვი და არავინ ელოდება რისკების მატერიალიზებას. ჩვენ დღესაც ვრჩებით იმ პროგნოზზე, რომ ათ პროცენტს მიღწევს უმოქმედო სესხების დონე და შემდეგ დაიწყებს კლებას, თუმცა ეს დამატებით კაპიტალის საჭიროებას და რეზერვების გატარებას არ განაპირბებს,“ - ამბობს პაპუნა ლეჟავა და დასძენს, რომ საბანკო სექტორისთვის 2021 უკეთესი წელი იქნება, ვიდრე 2020 იყო, თუმცა წელს სექტორის წინაშე ბევრი გამოწვევა უცვლელად დარჩება. 

"პანდემია არსად წასულა. ეკონომიკაში გვაქვს შეზღუდვები, ტურიზმის - საქართველოს ეკონომიკის ძირითადი მამოძრავებელი ძალის შემოსავლები განულებულია. შესაბამისად, 2021 მარტივი არ იქნება," - აცხადებს ლეჟავა და ამატებს, რომ საბანკო სექტორი მომზადებული შეხვდა კრიზისს. ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ფიქრობს, რომ მარტში შექმნილი რეზერვები საკმარისი უნდა იყოს მოსალოდნელი დანაკარგების კომპენსირებისთვის. 

ეროვნული ბანკის მონაცემებით, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა (ბანკთა შორისი სესხების გარდა), 2020 წლის დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით, 858.68 მლნ ლარით (2.30%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 2.23%-ით გაიზარდა) და მიმდინარე წლის პირველი იანვრისათვის 38.22 მლრდ ლარი შეადგინა.

ეროვნული ბანკის ცნობით, საბანკო სექტორის სააქციო კაპიტალი 5.85 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 10.28 პროცენტია.

კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 966.9 მლნ ლარით გაიზარდა და 2021 წლის პირველი იანვრისათვის 56.9 მლრდ ლარი შეადგინა.

ცნობისთვის, 2021 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 15 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 14 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system