თავში

უმსხვილესი კრიპტოვალუტის ბირჟის დირექტორს თანამდებობის დატოვება სურს

უმსხვილესი კრიპტოვალუტის ბირჟის დირექტორს თანამდებობის დატოვება სურს
უმსხვილესი კრიპტოვალუტის ბირჟის დირექტორს თანამდებობის დატოვება სურს

მსოფლიოს უმსხვილესი კრიპტოვალუტის სავაჭრო ბირჟის, Binance-ის მთავარი აღმასრულებელი დირექტორი, ჩანგპენგ ჟაო [CZ] აცხადებს, რომ  მზადაა, თანამდებობიდან საკუთარი ნებით გადადგეს. ამის შესახებ გამოცემა CNBC წერს.

ჟაოს სურს, რომ კომპანიის ლიდერობა იმ პირს გადააბაროს, ვისაც მარეგულირებელ ორგანოებთან თანამშრომლობის დიდი გამოცდილება აქვს.

მისი განმარტებით, Binance-ის მიზანია საერთაშორისოდ დარეგულირებული საფინანსო ორგანიზაცია გახდეს და სრულად მოერგოს სხვადასხვა სახელმწიფოების კანონმდებლობებს.

Binance-ს მსოფლიოს მასშტაბით 100 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს და ყოველთვიურად 2 ტრილიონ დოლარამდე მოცულობის ტრანზაქციებს ახორციელებს. ივნისში გაერთიანებული სამეფოს მარეგულირებელმა ორგანომ Binance-ი აკრძალა, რაც კომპანიის საქმიანობისთვის საჭირო ნებართვის არქონით იყო განპირობებული. 

აშშ-მა 2019 წელს Binance.com აკრძალა.აკრძალვის თავიდან არიდების მიზნით, ორგანიზაციამ ახალი შვილობილი კომპანია დააარსა - BinanceUS, რომელსაც სათავო ოფისი სან-ფრანცისკოში აქვს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system