თავში

საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნები ჩინეთი, აზერბაიჯანი და რუსეთია

მსხვილესი საექსპორტო ქვეყნები ჩინეთი, აზერბაიჯანი და რუსეთია
საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნები ჩინეთი, აზერბაიჯანი და რუსეთია

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა დღეს 2020 წლის საგარეო ვაჭრომის მონაცემები გამოაქვეყნა.

საქსტატის მიხედვით, პანდემიურ 2020 წელს ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 75.9 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ჩინეთი (476.3 მლნ. აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (441.3 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (441.1 მლნ. აშშ დოლარი).

ცნობისთვის, პანდემიამ საქართველოს საგარეო ვაჭრობის ბრუნვა შეუმცირა. საქსტატის მიხედვით, საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 11 347.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 14.8 პროცენტით ნაკლებია.

აქედან ექსპორტი 3 342.1 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (12.0 პროცენტით ნაკლებია), ხოლო იმპორტი 8 005.6 მლნ. აშშ დოლარს (15.9 პროცენტით ნაკლებია).

საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2020 წელს 4 663.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.1 პროცენტია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system