თავში

უმუშევრად დარჩენილი მოსახლეობა 1200 ლარს მიიღებს

უმუშევრად დარჩენილი მოსახლეობა 1200 ლარს მიიღებს
უმუშევრად დარჩენილი მოსახლეობა 1200 ლარს მიიღებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მოქალაქეები, რომლებმაც სამსახური დაკარგეს და 2020 წლის დეკემბრიდან ხელფასს არ იღებენ, 6 თვის განმავლობაში 1 200 ლარს მიიღებენ.

როგორც მთავრობის მეთაურმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სამუშაო შეხვედრაზე განაცხადა, ახალი წლიდან იწყება ახალი ეტაპი, ახალი ტალღა მიზნობრივი სოციალური დახმარებისა, რომელიც მოიცავს უკვე სისტემურ ნაბიჯებს, სისტემურ სოციალურ მხარდაჭერას ჩვენი მოქალაქეებისა. 

„2020 წლის 28 ნოემბრის შემდგომ, როდესაც ჩვენ მიზნობრივი შეზღუდვების ახალი ეტაპი გავაცანით ჩვენს მოქალაქეებს, ასევე ამ შეზღუდვებთან ერთად გავაცანით სოციალური მხარდაჭერის კონკრეტული ნაბიჯები, რომელთა მიზანიც იყო ამ შეზღუდვებზე პასუხი - ეს იყო ერთჯერადი 300-ლარიანი დახმარება, რომლითაც უკვე ისარგებლა, ფინანსთა სამინისტრო დამეთანხმება, 120 ათასზე მეტმა ჩვენმა მოქალაქემ, თუმცა ამასთან ერთად ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ ახალი წლიდან იწყება ახალი ეტაპი, ახალი ტალღა მიზნობრივი სოციალური დახმარებისა, რომელიც მოიცავს უკვე სისტემურ ნაბიჯებს, სისტემურ სოციალურ მხარდაჭერას ჩვენი მოქალაქეებისა. პირველი, ეს გახლავთ 1 200-ლარიანი მხარდაჭერა 6 თვის განმავლობაში ჩვენი მოქალაქეებისათვის, რომელმაც ძალიან კარგად იმუშავა პირველ ეტაპზე, ეს დახმარება გაიცემა და დაიწყო აღრიცხვა, იმ მოქალაქეებისთვის, რომლებმაც დაკარგეს სამსახური და არ იღებენ ხელფასს 2020 წლის დეკემბრიდან“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მთავრობა მიზნობრივი სოციალური დახმარების ახალ ტალღას იწყებს.

200-ლარიანი კომპენსაციის მისაღებად განცხადებების მიღება დაიწყო.

რა შემთხვევაში მიიღებს პირი 6-თვიან 200-ლარიან დახმარებას, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი განმარტავს. დახმარებას მიიღებს ყველა ის ადამიანი, ვინც 2020 წლის 1-ელი იანვრიდან ნოემბრის ჩათვლით, ორი თვე მაინც მუშაობდა და ამასთან, სამსახური 2020 წლის დეკემბერში, 2021 წლის იანვარში ან თებერვალში დაკარგა.

200-ლარიანი კომპენსაციისთვის ბიუჯეტში150 მილიონი ლარია გათვალისწინებული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system