თავში

უმუშევრების დონე მხოლოდ ციფრებში გაიზრდება

უმუშევრების დონე მხოლოდ ციფრებში გაიზრდება
უმუშევრების დონე მხოლოდ ციფრებში გაიზრდება

2020 წლის მესამე კვარტლიდან სტატისტიკის ეროვნული სამსახური დასაქმებისა და უმუშევრობის შესახებ მონაცემებს ახალი მეთოდოლოგიით შეკრებს. ის ადამიანი, რომელიც საკუთარ ნაკვეთზე სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით არის დაკავებული და მიღებულ მოსავალს მხოლოდ თავად მოიხმარს და არა კომერციული კუთხით, დასაქმებულად აღარ ჩაითვლება.

ახალი მეთოდოლოგიის დანერგვა უმუშევრობის დონის სტატისტიკაზე აისახება და უმუშევრობის დონე ქვეყანაში აიწევს, თუმცა, როგორც ექსპერტები გვიხსნიან,  ასეთი მიდგომა უფრო რეალურ სურათს მოგვცემს შრომითი ბაზრის შესახებ. უფრო მეტიც, ახალი დათვლებით, ბაზარზე შრომითი გაზრდილი რეზერვის აღმოჩენა ინვესტორისთვის მიმზიდველიც შეიძლება გახდეს.

"თუ ჩვენ ვამჩნევთ, რომ ქვეყანაში არის უმუშევართა საკმაოდ დიდი კონტიგენტი, ეს ნიშნავს, რომ არის საკმაოდ დიდი შრომითი რეზერვიც, რომელთა გამოყენება შეიძლება წარმოების გაფართოების დროს. თუ უმუშევართა რაოდენობა მაღალია, ეს ბუნებრივია გავლენას ახდენს სამუშაო ძალის ღირებულებაზე, შესაბამისად საქართველოში სამუშაო ძალის ღირებულება შედარებით დაბალია და ამიტომ ინვესტორებისთვის ეს ფაქტი შეიძლება მიმზიდველიც კი იყოს," - განუცხადა ეკონომიკის ექსპერტმა, სტატისტიკოსმა, სოსო არჩვაძემ report.ge-ს.

მისივე განმარტებით დღეს საქართველოში დასაქმებულთა ნახევარი თვითდასაქმებულია და მათი დაახლოებით 80% აგრარულ სექტორშია თავმოყრილი, სადაც შრომითი მწარმოებლურობა, სხვა სექტორებთან შედარებით, დაბალია და, შესაბამისად, უმუშევრობის შესახებ მონაცემების დათვლის ახალი მეთოდოლოგია უმუშევრთა სტატისტიკის გაზრდას ბუნებრივად გამოიწვევს, თუმცა არჩვაძის თქმით, უმუშევრობის დონე, შესაძლოა, გაიზრდოს მხოლოდ და მხოლოდ ციფრებში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system