თავში

უმუშევრებისთვის სოციალური დახმარების ახალი პაკეტი მზადდება

უმუშევრებისთვის სოციალური დახმარების ახალი პაკეტი მზადდება
უმუშევრებისთვის სოციალური დახმარების ახალი პაკეტი მზადდება

"ვმუშაობთ იმ სოციალური დახმარების პაკეტზე, რომელიც საჭირო იქნება იმ ადამიანებისთვის, რომლებიც თუნდაც ამ 2 თვის განმავლობაში დაკარგავენ ან შეუმცირდებათ შემოსავალი," - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

მისივე განმარტებით მთავრობა ბიზნესთან აქტიურ კომუნიკაციაშია და ისმენს, თუ რა სჭირდებათ დამსაქმებლებს იმისთვის, რომ შეინარჩუნონ. ვიცე-პრემიერის თქმით, მთავრობა შესაძლებლობის ფარგლებში ყველაფერს აკეთებს იმისტვის, რომ ამ მხრივ დაუდგეს ბიზნესს გვერდით და იქ, სადაც ეს ვერ მოხერხდება, ხელისუფლება ზრუნავს, შექმნას სოციალური დახმარების ახალი პაკეტი მათთვის, ვინც სამსახურს დაკარგავს. 

მთავრობა მოქალაქეებისა და ბიზნესის საკომპენსაციო პაკეტს ამზადებს. მოქალაქეების სოციალური დახმარებისა და კერძო სექტორის მხარდასაჭერ დამატებით ღონისძიებებზე პრემიერ-მინისტრი ეკონომიკურ გუნდთან ბოლო 10 დღეა პროაქტიულ რეჟიმში მუშაობს.

ბიზნესისა და მოქალაქეებისთვის დახმარებების ახალი პაკეტი ჯერ კიდევ ნოემბრის დასაწყისში დაანონსდა. საუბარია ანტიკრიზისული გეგმის მე-4 ფაზაზე, რომლითაც გახარიას მთავრობა ბიზნესისა და მოქალაქეების დახმარებას გააგრძელებს.

ამ ეტაპზე ცნობილია მხოლოდ ის, რომ ანტიკრიზისული გეგმის მეოთხე ტალღის ფარგლებში, 1-ელი ნოემბრიდან კომუნალურ გადასახადებს მოქალაქეებს მთავრობა გადაუხდის 4 თვის მანძილზე. როგორც წინა ეტაპზე, ეს შეეხება თითოეულ ოჯახს, რომელსაც ექნება 200 კილოვატამდე მოხმარებული ელექტროენერგია, ასევე 200 კუბურ მეტრამდე გაზის მოხმარება, ასევე წყლისა და დასუფთავების ანაზღაურება.

ელექტროენერგიის საფასურის ანაზღაურება შეეხება 1.2 მილიონზე მეტ ოჯახს, ამდენივეს წყლისა და დასუფთავების გადასახადიც აუნაზღაურდება; გაზის საფასურის ანაზღაურება შეეხება 650 ათას ოჯახს.

სურვილის შემთხვევაში, მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა, დახმარებაზე უარი თქვას.

კომუნალური გადასახადების სუბსიდირების პროგრამის სავარაუდო ბიუჯეტი 300 მილიონ ლარამდეა. მხოლოდ 2021 წლის ბიუჯეტის პროექტში მოსახლეობისთვის კომუნალური გადასახადების სუბსიდირებისათვის 60 მილიონი ლარია გათვალისწინებული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system