თავში

უმუშევრობასთან ერთად სიღარიბეც მატულობს

უმუშევრობასთან ერთად სიღარიბეც მატულობს
უმუშევრობასთან ერთად სიღარიბეც მატულობს

სამუშაო ადგილების დაკარგვამ და შემოსავლების კლებამ გაზარდა იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც სახელმწიფოს დახმარებაზე გახდნენ დამოკიდებული.  როგორც ეკონომისტი გივი მომცელიძე report.ge-თან ამბობს, მათაც კი, რომლებსაც სამსახური შეუნარჩუნდათ, არ ყოფნით ჯამაგირი, რის გამოც იძულებული არიან, სახელმწიფოსგან დახმარება ითხოვონ. შესაბამისად, მომცელიძე ვარაუდობს, რომ სოციალური შემწეობის მიმღებთა რიცხვი გაიზრდება. 

,,ეპიდემიის გამო ხალხმა დაკარგა არა მხოლოდ ,,სტაბილური" სამსახური, ასევე დროებითი დასაქმების შესაძლებლობაც. განსაკუთრებით სეზონური სამუშაოები საზღვარგარეთ, სადაც covid-19-მე მოქალაქეებს თავისუფლად შეეძლოთ დასაქმება თუნდაც მეზობელ ქვეყნებში. ამ ეტაპზე სეზონურ სამუშაოებზე ლიმიტია დაწესებული, რაც დასაქმებას აფერხებს. ნორმალურად ისიც ვერ საქმდება, რომელმაც ქვეყნიდან წასვლა მოახერხა, დასაქმების პრობლემა ემიგრანტებს თითქმის ყველა ქვეყანაში აქვთ. სამწუხაროდ, ვერც სამშობლოში დარჩენილებს აქვთ პერსპექტივა, აქაც არ არის სამუშაო ადგილები და სხვა გამოსავალი არ რჩებათ, გარდა იმისა, რომ შემწეობა ითხოვონ. სოციალურად დაუცველთა რიგიც მუდმივად ივსება გარატაკებული ოჯახებით, რაც დიდი პრობლემაა ქვეყნისთვის", - ამბობს report.ge-თან მომცელიძე.

აკადემიკოსი ავთო სილაგაძე აცხადებს, რომ covid-19-ის გამო მოქალაქეებს გარდაუვალი სიღარიბე ემუქრებათ. მისი თქმით, მოსახლეობის გაღარიბება გამოწვეულია ტურიზმის სფეროს ჩავარდნითა და მომიჯნავე დარგებშიც შექმნილი პრობლემით. 

,,საქართველოში ათასობით მოქალაქეებეა, ვისაც შემოსავალი არ ყოფნის და დახმარებას საჭიროებს. ჩვენ ვხედავთ, რომ უფრო სწრაფად ინაცვლებენ ადამიანები საშუალო ფენიდან სიღარიბეში, ვიდრე პირიქით - საშუალოდან მაღალ ფენაში. ისედავ გვედგა სიღარიბის პრობლემა და ახლა უფრო მეტად გამწვავდა. ლარის გაუფასურებამ და ფასების ზრდამ ამ მხრივ ძალიან მძიმედ იმოქმედა.  სხვა გამოსავალი რეალურად არ გვაქვს, გარდა იმისა, რომ  უნდა შემოვბრუნდეთ ეროვნული ეკონომიკისკენ, ისე უნდა განვავითაროთ მრეწველობა და სოფლის მეურნეობა, რომ  იმპორტზე მინიმალურ დონეზე ვიყოთ დამოკიდებული. მხოლოდ ასე შეიძლება ვებრძოლოთ სიღარიბეს", - აცხადებს აკადემიკოსიreport.ge-თან

ცნობისთვის, საქართველოში ბოლო 1 წლის განმავლობაში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 83 ათასი ბენეფიციარით გაიზარდა და მან 2021 წლის მარტში 541,000 ბენეფიციარს გადააჭარბა. ეს დასტურდება სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, რომლის მიხედვით, საარსებო შემწეობას სულ 151 ათასი ოჯახი იღებს. საარსებო შემწეობის ბენეფიციარი 151 ატასი ოჯახის წევრთა ჯამური ოდენობა საქართველოს მოსახლეობის 14.5%-ია.

სოციალური მომსახურების სააგენტოს მიხედვით, მარტის განმავლობაში სოციალური შემწეობის სახით სულ 30.15 მილიონი ლარი დარიგდა, რაც ერთ ბენეფიციარზე თვეში 56 ლარს შეადგენს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system