თავში

უმუშევრობის შემცირება ჯერჯერობით ვერ ხერხდება

უმუშევრობის შემცირება ჯერჯერობით ვერ ხერხდება
უმუშევრობის შემცირება ჯერჯერობით ვერ ხერხდება

წლის ბოლომდე უმუშევრობის შემცირებას ბიზნესის სფეროს ექსპერტი, იურისტი აკაკი ჩარგეიშვილი გამორიცხავს. მისი ვარაუდით, ბიზნესი მოქალაქეებს ჯერჯერობით ვერ დაასაქმებს, ამიტომ ხელისუფლებამ უნდა იზრუნოს, რომ დასაქმებულები საჯარო სექტორში მაინც შეინარჩუნოს და უფრო მეტად შეუწყოს ხელი რეალური სექტორის განვითარებას, რომელიც ძირითადი დამსაქმებელია.

,,ბიზნესი არის სახელმწიფო პოლიტიკის ნაწილი და მეტი ქმედითი ნაბიჯი უნდა გადაიდგას, რომ დარგს განვითარების შესაძლებლობა მიეცეს. ცხადია, ამავე დროს მთავრობა მაქსიმალურად უნდა ეცადოს საჯარო სექტორში დასაქმებულების შენარჩუნებას, რომ შემცირებები ნაკლებად მოხდეს. ამასთან, თუკი ბიზნესი შეძლებს, რომ კრიზისულ სიტუაციაში ახალი სუნთქვა იპოვოს, ცხადია, სამუშაო ადგილების რაოდენობასთან დაკავშირებითაც პოზიტიური ტენდენცია გამოიკვეთება. თუმცა წლის ბოლომდე დასაქმების ზრდაზე საუბარი გადაჭარბებულია. მოცემულ სიტუაციაში ყველა გადარჩენას ცდილობს და ეს პროცესი დასაქმებულების შემცირებისკენ უფრო არის მიმართული, ვიდრე პირიქით, ზრდისკენ", - აღნიშნავს ჩარგეიშვილი.

რაც შეეხება ცალკეულ სექტორებს, მისი თქმით, ტურიზმმა რაც დაკარგა, აქ აღდგენაზე საუბარი რთულია, ამიტომ უმუშევრების რაოდენობას ამ სფეროში პერსპექტივა არ აქვს. 

,,სარესტორნო ბიზნესიც ტურიზმთან მიბმულია, მაგრამ დამოუკიდებლადაც ახერხებს საქმიანოაბს. თუკი ვირუსი მალე გადაივლის, სარესტორნო ბიზნესი შედარებით მარტივად გამოვა კრიზისიდან და შეიძლება დასაქმებასაც ხელი შეეწყოს, მაგრამ სისტემური ნაბიჯები გადადგმა ჯერჯერობით ვერც აქ ხერხდება. მეტიც, სექტორი დასამქებულების შემცირებაზე საუბრობს, რაც უმუშავრობის მაჩვენებლებზეც ნეგატიურად აისახება", - აღნიშნავს აკაკი ჩარგეიშვილი. 

ცნობისთვის, შეგახსენებთ, BAG ინდექსის ყოველკვარტალური კვლევის ფარგლებში „საქართველოს ბიზნეს ასოციაციის“ გამოკითხული წევრების მოლოდინი დასაქმებასთან დაკავშირებით გაუმჯობესებულია. ცნობისთვის, პოზიტიური მოლოდინი შენარჩუნებულია ბიზნესის ინდექსშიც. თუმცა, ISET-ის კვლევით, პანდემიის გამო ქვეყანას უმუშევრობის დიდი არმია დაემატა. ორგანიზაცია ოფიციალურ სტატისტიკას დაეყრდნო, რომლის მიხედვით, 2020 წლის II კვარტალში, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, უმუშევართა არმიას 15,600 ადამიანი შეემატა. აქედან 13 900, ანუ 89% ქალი, ხოლო 1700 ანუ 11% კაცი იყო.

პანდემიის ზარალიანობა გენდერულ ჭრილში ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა გამოიკვლია.  აღინიშნა, რომ პანდემიამ უმუშევრად დატოვა დამლაგებლები, მზარეულები და ძიძები, რამაც გამოიწვია ის, რომ „ახალ“ უმუშვერებს შორის 89% ქალია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system