თავში

უმუშევრობის ზრდა დიდი ალბათობით გაგრძელდება

უმუშევრობის ზრდა დიდი ალბათობით გაგრძელდება
უმუშევრობის ზრდა დიდი ალბათობით გაგრძელდება

ეპიდემია დასაქმებაზე ნეგატიურად აისახა. ბიზნესს სამუშაო ადგილების შენარჩუნება უჭირს. სპეციალისტების შეფასებით, მდგომარეობა საგანაგაშოა იმ ფონზეც, რომ უმუშევრობის ზრდა მეოთხე კვარტალშიც გაგრძელდება. ამ მხრივ მდგომარეობა ეპიდემიის მეორე ტალღის გამო გაუარესდება. როგორც სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე ვარაუდობს, დაწესებული რეგულაცია უმუშევრობას დამატებით 2,5-3 %-ით გაზრდის. თუმცა, მისივე შეფასებით, ბიზნესის ბრუნვის მოცულობა ასეთი ინტენსივობით არ უნდა შემცირდეს.

,,ბიზნეს-სექტორი, ეს არის ცხოვრებისა და საქმიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, მაგრამ არა ერთადერთი სფერო. ამ დარგის გარდა, ასეულ ათასობით ადამიანია დასაქმებული საჯარო სექტორში, როგორც სამთავრობო სტრუქტურებში, ასევე პოლიციაში, თავდაცვის სტრუქტურებში, საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და სსიპ-ებში. ამიტომ მარტო მსჯელობა დასაქმების სტრუქტურასა და მის ოპტმიზაციაზე მხოლოდ ბიზნეს-სექტორის შეფასებით, არ იქნება სწორი. ამასთან, აბსოლუტური მრიცხველობის შემცირების პირობებშიც კი ადგილი აქვს ე.წ. ,,საოფისე პლანგტონის" შემცირებას, კერძოდ,  საჯარო სექტორში ან ბიზნესში, თუ არის საჭირო, პირობითად, 10 ადამიანი, დასაქმებული შეიძლება იყოს 17, ხოლო როდესაც შემცირების პერიოდი დგება, ამ ზედმეტი პირებისგან ხდება სამუშაო ადგილების კლება. ამით დასაქმებულები ჩაყენებული იქნებიან ისეთ პირობებში, რომ იმუშავონ მეტი მონდომებით, მეტი ინტენსივობით და მეტი დამატებითი ღირებულება შექმნან, ასეთი მოცემულობაა. აქედან გამომდინარე, 7,2%-ით თუ მცირდება დასაქმებულთა რაოდენობა, არ ნიშნავს, რომ გამოშვებული პროდუქციის და ბრუნვის მოცულობა იმავე მასშტაბით შემცირდება", - ამბობს არჩვაძე.

რაც შეეხება მიმდინარე, წერტილოვანი შეზღუდვების გავლენას, სტატისტიკოსის შეფასებით, ეკონომიკური აქტივობის შეზღუდვა დასაქმებულების 1/3-ს შეეხება, რაც დასაქმებას დაახლოებით კიდევ 2,5-3%-ით შეამცირებს.

ცნობისთვის, საქსტატის საწარმოთა საქმიანობის შედეგების კვლევის მიხედვით, 2020 წლის III კვარტალში ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 645.6 ათასით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 7.2 პროცენტით ნაკლებია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system