თავში

უნაღდო ანგარიშსწორების რაოდენობით საქართველო ევროპაში მესამე ადგილზეა

უნაღდო ანგარიშსწორების რაოდენობით საქართველო ევროპაში მესამე ადგილზეა
უნაღდო ანგარიშსწორების რაოდენობით საქართველო ევროპაში მესამე ადგილზეა

დღეისათვის საქართველოში მოქმედი შვიდი კომერციული ბანკი საერთაშორისო საგადახდო სისტემების ინტერნეტ-ექვაირინგის ლიცენზიას ფლობს, რითაც ის ემსახურება სავაჭრო და მომსახურების, მათ შორის, სახელმწიფო, სფეროებს.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, ამ ეტაპზე საქართველოში მიმოქცევაში 6,065,074 სადებეტო და 600,501 საკრედიტო ბარათია. ყოველდღიურად მილიონზე მეტი ტრანზაქცია ხორციელდება, განხორციელებული ოპერაციების მოცულობა კი საშუალოდ 80 მილიონ ლარს აღემატება.

ეროვნული ბანკის ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2020 წლის იანვრის მდგომარეობით, საქართველოში Mastercard/Maestro-ს სადებეტო ბარათების რაოდენობა 4,067,234-ს, Visa-ს ბარათები კი 1,668,009 შეადგენს. სხვა სისტემების სადებეტო ბარათების რაოდენობა კი 329,831-ია. სადებეტო ბარათების წილი გადახდის სისტემების მიხედვით, Mastercard/Maestro-ს ბაზრის 63% უკავია.

Mastercard-ის რეგიონული დირექტორის, იგორ სტეპანოვის შეფასებით, ის, რომ დღეს საქართველო, ციფრულ გადახდებში, უკვე მესამე ადგილზეა ევროპის მასშტაბით, ძალიან მნიშვნელოვანი შედეგია. 

მონაცემებს საქართველოს ეროვნული ბანკი კვარტალში ერთხელ საჯაროდ აქვეყნებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system