თავში

უნდა შეიქმნას ამერიკა-საქართველოს ეკონომიკური თანამშრომლობის ბიზნესგეგმა - ქით ქრაჩი

უნდა შეიქმნას ამერიკა-საქართველოს ეკონომიკური თანამშრომლობის
უნდა შეიქმნას ამერიკა-საქართველოს ეკონომიკური თანამშრომლობის ბიზნესგეგმა - ქით ქრაჩი

უნდა შეიქმნას ამერიკა-საქართველოს ეკონომიკური თანამშრომლობის „ბიზნესგეგმა“ - ასე ფიქრობს  სახელმწიფო მდივნის მოადგილე ქით ქრაჩი.  „ამერიკის ხმასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში კროქი საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის მეხუთე თაობის ინტერნეტის უსაფრთხოების შესახებ 14 იანვარს ხელმოწერილ ურთიერთგანგების მემორანდუმსაც შეეხო.

მისი თქმით, 5G ქსელის უსაფრთხოება და „სუფთა ქსელის“ წევრობა „ღია სიგნალს უგზავნის ამერიკაში კერძო სექტორს“ და ასევე „სუფთა ქსელის“ წევრი ქვეყნების კომპანიებს. კრაჩის თქმით, შეერთებულ შტატებს ამ მიმართულებით დაფინანსების გამოყოფის შესაძლებლობებიც აქვს, „განვითარების დაფინანსების კორპორაციის“ ფარგლებში. სახელმწიფო მდივნის მოადგილე ამბობს, რომ საქართველოში აღნიშნული კორპორაციის ოფისის გახსნაც განიხილება.

ეს ძალიან დადებით სიგნალს გზავნის. ამასთან, გვაქვს დაფინანსების შესაძლებლობაც ჩვენი „განვითარების დაფინანსების კორპორაციის“ ფარგლებში. ჩვენ „დი-ეფ-სის“ ოფისის საქართველოში გახსნას განვიხილავთ. მე კორპორაციის თავმჯდომარეც ვარ. ეს დამატებით კიდევ ერთი ძლიერი სიგნალი იქნება ინვესტორებისთვის. როცა „დი-ეფ-სი“ ქვეყანაში შედის და კერძო სექტორთან ერთად ინვესტიციებს დებს იქ, ეს სხვა კომპანიებსაც წაახალისებს. გვსურს საქართველოში მოვნახოთ პროექტები, რომლებზე მუშაობაც შეგვეძლება. საქართველო ჩვენი არაჩვეულებრივი პარტნიორი და არაჩვეულებრივი მეგობარია და ჩვენ ამ პარტნიორობის შემდეგ ეტაპზე გადაყვანა გვსურს. ეს კი ამისთვის არაჩვეულებრივი შესაძლებლობაა“, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ქით ქროქმა.

შეგახსენებთ, აშშ-სა და საქართველოს შორის 5G ქსელების უსაფრთხოების შესახებ მემორანდუმი გაფორმდა და მიუერთდა ინიციატივას „ქლინ ნეტვორკ“ (Clean Network). შედეგად, საქართველოს ტელესაკომუნიკაციო სფეროში სანდო და სოლიდურ ინვესტორების გამოჩენას ელიან.

ადგილობრივი მცირე და საშუალო ინტერნეტპროვაიდერები Clean Network-ში საქართველოს გაწევრიანებას იწონებენ.

აშშ- ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ეკონომიკური ზრდის, ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის საკითხებში ქით ქროქის შეფასებით, Clean Network-ის ინიციატივასთან საქართველოს მიერთება აშშ-ს კერძო სექტორისთვის, ისევე როგორც ევროკავშირის კერძო სექტორისთვის, ეს იქნება ერთგვარი სიგნალი, რომ საქართველო შესანიშნავი ადგილია ინვესტიციების განსახორციელებლად.

მან ასევე დეტალურად განმარტა, რა სარგებლობას მოუტანს Clean Network-ის წევრობა საქართველოს.

როგორია 5G ქსელების უსაფრთხოების მემორანდუმის პოლიტიკური და ეკონომიკური ეფექტი საქართველოსთვის, გაეცანით აქ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system