თავში

უნგრეთმა საკვები პროდუქტების ფასებზე რეგულაცია დააწესა

უნგრეთმა საკვები პროდუქტების ფასებზე რეგულაცია დააწესა
უნგრეთმა საკვები პროდუქტების ფასებზე რეგულაცია დააწესა

საპარლამენტო არჩევნებამდე სამი თვით ადრე უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა  ექვს საკვებ პროდუქტზე ფასების სახელმწიფო რეგულაცია დააწესა. Report.ge-ს ცნობით, ამის შესახებ DW წერს.

„გადავწყვიტეთ ჩავერთოთ ექვსი პროდუქტის ფასის რეგულაციაში, ეს ეხება: გრანულირებულ შაქარს, ხორბლის ფქვილს, მზესუმზირის ზეთს, ღორის ლორს, ქათმის მკერდს და ძროხის რძეს“, - განაცხადა ორბანმა  Facebook-ზე გამოქვეყნებულ ვიდეო შეტყობინებაში. 

როგორც ორბანმა აღნიშნა, მის მიერ ნახსენებ ექვს საკვებ პროდუქტზე ფასები 2021 წლის 15 ოქტომბრის დონეს უნდა დაუბრუნდეს. ეს გადაწყვეტილება ძალაში თებერვლის დასაწყისიდან შევა. 

გასული წლის ნოემბერში უნგრეთში წლიური ინფლაციის მაჩვენებელი 7,4 პროცენტი იყო. ეს არის მაქსიმალური ინფლაცია ბოლო 15 წლის განმავლობაში.

უნგრეთის სტატისტიკური სამსახურის ნოემბრის მონაცემებით, ქვეყანაში ფასები წელიწადში ექვსი პროცენტით გაიზარდა. ხორბლის ფქვილი 20 პროცენტზე მეტითაც კი გაძვირდა, მცენარეული ზეთი კი - თითქმის 27 პროცენტით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system