თავში

UNWTO: დარჩი სახლში დღეს რომ იმოგზაურო ხვალ

UNWTO: დარჩი სახლში დღეს რომ იმოგზაურო ხვალ
UNWTO: დარჩი სახლში დღეს რომ იმოგზაურო ხვალ

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) გენერალურმა მდივანმა, ზურაბ პოლოლიკაშვილმა BBC NEWS-ს განუცხადა, რომ მსოფლიო ტურიზმი კორონავირუსის გამო არაორნინალურ გარემოში იმყოფება.

ჩაკეტილია 170 ქვეყნის საზღვრები, შეწყევტილია მიმოსვლა ევროკავშირის ქვეყნებს შორის. 

"ტურიზმი არის სწორედ ის სექტრორი, რომელიც ყველაზე მეტად დაზარალდა ახალი კორონავირუსის პანდემიისგან. გადაიდო მეგაღონისძიებები მთელი მსოფლიოს მასშტაბით, როგორიც არის „ოკტობერფესტი“, ტოკიოს ოლიმპიური თამაშები, დუბაის გამოფენა“, - განაცხადა პოლოლიკაშვილმა და დასძინა, რომ მთავარია, უსაფრთხო მოგზაურობის სტრატეგია მალე იქნას შეთავაზებული ტურისტებისთვის, მაგალითად როგორიც არის მკაცრი კონტროლი საზღვრებთან. 

„ცხადია, ტურისტები მოგზაურობას ხვალიდან ვერ დაიწყებენ, მაგრამ ტურიზმის გახსნის მნიშვნელოვანია ნაწილია მკაცრი კონტროლის დაწესება საზღვრებთან. ასევე უსაფრთხო მოგზაურობაში უნდა დაგვეხმარონ ავიაკომპანიები. ჩვენ თითოეული ქვეყნისთვის ვამზადებთ გაიდლაინებს, რომლის მიხედვითაც უნდა გადაიდგას ეტაპობრივი ნაბიჯები. პირველ რიგში, ტურიზმის გახსნა შიდა, ადგილობრივი მოგზაურობებით დაიწყება. შედარებით გრძელვადიანი სტრატეგია იქნება საერთაშორისო ტურიზმის აღდგენა. ასე რომ „დარჩი სახლში“ დღეს ნიშნავს, რომ ხვალიდან ჩვენ შევძლებთ საზღვრების გახსნას“,- განაცხადა პოლოლიკაშვილმა და დასძინა, რომ ევროკავშირის ფონდიდან ტურიზმის სექტორი 20% -25%-იან ფინანსურ მხარდაჭერას მიიღებს, კორონავირუსის პანდემიისგან გამოწვული სირთულეების გადასალახად.

ინტერვიუს ბოლოს პოლოლიკაშვილმა მსოფლიოს ტურისტებს მოუწოდა, რომ დარჩნენ სახლში, რათა ხვალიდან შევძლოთ საზღვრების გახსნა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system