თავში

UNWTO-მ თბილისის დეკლარაციაში საქართველო უსაფრთხო ქვეყნად აღიარა

UNWTO-მ თბილისის დეკლარაციაში საქართველო უსაფრთხო ქვეყნად აღიარა
UNWTO-მ თბილისის დეკლარაციაში საქართველო უსაფრთხო ქვეყნად აღიარა

მსოფლიო პანდემიის პერიოდში მის მიერ გადადგმული ნაბიჯები და ქმედებები იყო ზომიერი, რომლებმაც საქართველო ჩამოაყალიბა ტურიზმის მიმართულებით ერთ-ერთ უსაფრთხო დანიშნულების ქვეყნად. ამის შესახებ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) აღმასრულებელი საბჭოს 112-ე სხდომაზე აღინიშნა და ეს მესიჯი ჩაიწერა სხდომაზე მიღებულ თბილისის დეკლარაციაში.

„ეს ღონისძიება ჩვენი, როგორც ტურისტულად უსაფრთხო ქვეყნის, კიდევ ერთი აღიარებაა. ეს არის ასევე მხარდაჭერა, რომელიც გამოიხატა კონკრეტულად მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) აღმასრულებელი საბჭოს მიერ მიღებული დეკლარაციით, სადაც საქართველოზე პირდაპირაა აღნიშნული, რომ მსოფლიო პანდემიის პერიოდში მის მიერ გადადგმული ნაბიჯები და ქმედებები იყო ზომიერი, რომლებმაც საქართველო ჩამოაყალიბა ტურიზმის მიმართულებით ერთ-ერთ უსაფრთხო დანიშნულების ქვეყნად“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ.

მისივე ინფორმაციით, ღონისძიების მეორე დღე, ანუ დღევანდელი დღე, დაეთმობა ბიზნესფორუმს - ღონისძიების ფარგლებში საქართველოს სტუმრობს ბიზნესდელეგაციაც სხვადასხვა ტურისტული ინდუსტრიის, სასტუმროების მიმართულებით. ქართული ბიზნესის წარმომადგენლებს ურთიერთობების დამყარების შესაძლებლობა მიეცემათ. 

„ეს არის პანდემიის შემდეგ პირველი ბიზნესფორუმი, რომელზეც ვიმსჯელებთ იმ შესაძლებლობებზე, რომელთაც ქვეყანა ბიზნესსექტორს, ამ ინდუსტრიას სთავაზობს სხვადასხვა მიმართულებით“, - განაცხადა მან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system