თავში

უორენ ბაფეტი ტრადიციულ ენერგეტიკაში ინვესტირების მომხრეა

უორენ ბაფეტი ტრადიციულ ენერგეტიკაში ინვესტირების მომხრეა
უორენ ბაფეტი ტრადიციულ ენერგეტიკაში ინვესტირების მომხრეა

„ნავთობი და გაზი მსოფლიოსთვის როგორც მინიმუმ რამდენიმე ათეული წლის მანძილზე საჭირო იქნება. რა თქმა უნდა, ეს ცუდია ეკოლოგიისთვის, თუმცა, დღეს მსოფლიოს სხვა არჩევანი არ გააჩნია, ამიტომაც ინვესტირება ტრადიციულ ენერგეტიკაში სწორი გადაწყვეტილებაა“, - ამის შესახებ ცნობილმა ფინანსისტმა უორენ ბაფეტმა ფინანსური კონგლომერატის Berkshire Hathaway-ს აქციონერების კრებაზე განაცხადა. ცნობისთვის, Berkshire Hathaway-ს აქციონერების კრება კონგლომერატის არსებობის ისტორიაში ონლაინ პირველად ჩატარდა. როგორც წესი ამ ტიპის შეხვედრები Berkshire Hathaway-ს ცენტრალურ ოფისში, შტატ ნებრასკას ქალაქ ომახაში ტარდება.

ცნობილმა მილიარდერმა Berkshire Hathaway-ს ინვესტიციები ნავთობ-გაზის დარგში გამართლებულად მიიჩნია.

ბაფეტმა კრებაზე დააყენა საკითხი – რამდენი ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტი დარჩება ლიდერებს შორის 30 წლის შემდეგაც. მისი თქმით, 2020 წლის მე-3 და მე-4 კვარტლებში Berkshire Hathaway-მა დიდი რაოდენობით ნავთობკომპანიის Chevron-ის ფასიან ქაღალდებს ყიდულობდა. ამავე დროს ბაფეტმა Apple-ში თავისი წილი 800 მლნ. დოლარით, 5,4%-მდე შეამცირა.

2020 წელს Berkshire -მ თავისი წილი შეამცირა ამერიკულ ბანკებში (Bank of America-ს გარდა). მისი თქმით, ამ გადაწყვეტილების მიზეზი შესაძლო საბანკო კრიზისი პერიოდში საბანკო სექტორის მაჩვენებლების გაუარესების რისკი გახდა. თუმცა, მას Bank of America მოსწონს. ამ ფინანსური ინსტიტუტის წილი Berkshire Hathaway-ს პორტფელში 11,%-ს შეადგენს.

კრებაზე უორენ ბაფეტმა თავი შეიკავა კრიპტოვალუტების შეფასებისგან. ის, როგორც წესი, ვირტუალურ ვალუტას უკიდურესად ნეგატიურად აფასებდა და მის კომპანიას კრიპტოვალუტაში არც ერთი დოლარი არ ჩაუდია.

„მსოფლიო შესაძლოა ძალიან დრამატულად შეიცვალოს, ამიტომაც, ყველაზე სწორი გზაა ინდექსურ ფონდებში ინვესტირება. ინვესტორი, რომელიც აქციების დამოუკიდებელ შერჩევას არ დაიწყებს და უბრალოდ ინდექს S&P 500-ს იყიდის, ყველა შემთხვევაში მოგებული დარჩება. ეს ოპტიმალური ვარიანტია, რადგანაც საშუალო ადამიანს აქციების დამოუკიდებლად არჩევა არ შეუძლია“ – განაცხადა ფინანსისტმა.

მილიარდერი ბაფეტი ჯო ბაიდენის ინიციატივას კორპორაციული გადასახადების ზრდის თაობაზე ნეგატიურად აფასებს, თუმცა, ამას კატასტროფად არ მიიჩნევს და დარწმუნებულია, რომ Berkshire Hathaway ახალ რეალობასთან ადაპტირებას უპრობლემოდ შეძლებს.

„ჩემი კარიერის დასაწყისში კორპორაციული გადასახადი ბევრად უფრო მაღალი 50%-ზე მეტი იყო თუმცა, ამან ჩვენს განვითარებას ხელი არ შეუშალა, არც ამჟამად შეუშლის“ – დარწმუნებულია უორენ ბაფეტი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system