თავში

ურბანული განახლებისთვის ობიექტები რაჭაშიც შეირჩა

ურბანული განახლებისთვის ობიექტები რაჭაშიც შეირჩა
ურბანული განახლებისთვის ობიექტები რაჭაშიც  შეირჩა

პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული ახალი სახელმწიფო პროგრამის „განახლებული რეგიონები” ფარგლებში შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ მორიგი სხდომა ქალაქ ამბროლაურში გამართა. სხდომას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი, სახელმწიფო რწმუნებული რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მხარეში პაპუნა მარგველიძე, ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეები და რაჭის რეგიონის 4 მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომისიამ იმსჯელა მუნიციპალიტეტების მიერ წარმოდგენილ წინადადებებზე და შეარჩია ის არეალები, რომელთა ურბანული განახლების პროექტების/ესკიზების წარმოდგენა უკვე გამოცხადებულ ტენდერებში გამარჯვებულ კომპანიებს დაევალებათ.

„საინტერესო არეალები წარმოადგენეს მუნიციპალიტეტებმა,რომლებიც უკავშირდება, როგორც რეკრეაციული, ასევე ფუნქციური სივრცეების მოწყობას, ახალი ელემენტების გაჩენას, რაც მნიშნელოვანი იქნება ადგილობრივი მოსახლეობისა და ვიზიტორებისათვის. დიდი პოტენციალია ამ მხარეში და ეს პროგრამა არაჩვეულებრივ შესაძლებლობას მისცემს შემდგომი განვითარებისთვის. ასევე, გასათვალისწინებელია ის მნიშვნელოვანი პროექტები, რომელიც რეგიონში უკვე ხორციელდება და მათ შორისაა საჩხერე-რაჭის დამაკავშირებელი გზა, ასევე, ის სარეაბილიტაციო სამუშაო,რომელიც ონის სტიქიის შემდგომ აქტიურ ფაზაშია შესული. რეალურად,მიმდინარე წლის ბოლომდე,ხელშესახები იქნება ყველა ის სარგებელი,რომელიც პროგრამის განხორციელების შედეგად,სოციალურ-ეკონომიკურ ჭრილში,რგიონის განვითარებას შეუწყობს ხელს,“ - აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.

კომისიის მიერ შერჩეული არეალებია:

ამბროლაური - აღმაშენებლის და კოსტავას ქუჩებზე არსებული პარკები

ლენტეხი - თამარ მეფის და სტალინის ქუჩები

ცაგერი - რუსთაველის და კოსტავას ქუჩები

ონი - დავით აღმაშენებლის მოედანი

იმერეთისა და რაჭის შემდეგ, კვირის ბოლომდე, კომისიის სხდომები გაიმართება გურიაში, სამეგრელოსა და აჭარაში.

პროგრამის „განახლებული რეგიონები“ ფარგლებში პროექტების შესარჩევად კომისიის პირველი სხდომა დღეს ქუთაისში გაიმართა. 

160 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერები ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა 28 აპრილს გამოაცხადა. ტენდერები მოიცავს დასავლეთ საქართველოს ოცდათოთხმეტივე მუნიციპალიტეტს. გამოცხადებული 8 ტენდერიდან, თითოეულის მოცულობა 20 მილიონი ლარია.

ცნობისთვის, ამოქმედდება „განახლებული რეგიონების“ სახელმწიფო პროგრამა მოიცავს ქვეყნის 63 მუნიციპალიტეტს დადააფინანსებს ისეთი ტიპის პროექტებს, როგორებიცაა: მნიშვნელოვანი კულტურული თუ ისტორიული მემკვიდრეობის ობიექტების რეაბილიტაცია; მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული ცენტრების რეაბილიტაცია; რეკრეაციული სივრცეების მოწყობა და რეკრეაციულ პარკებში შესაბამისი ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება; მუნიციპალიტეტისათვის მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ობიექტების მშენებლობა; ქალაქების, კურორტებისა და დასახლებების ურბანული განახლების საპროექტო დოკუმენტების შემუშავება. ეს იმას ნიშნავს, რომ 63 მუნიციპალიტეტში ურბანულად განახლდება. 4 წლიანი სახელმწიფო პროგრამის მხოლოდ პირველი ეტაპის საორიენტაციო ღირებულება 500 მილიონი ლარია. "განახლებული რეგიონებისთვის" ბიუჯეტიდან 300 მლნ ლარი გამოიყო. პროექტი შექმნის 15 000 ახალ სამუშაო ადგილს, რომელზეც დასაქმდება ჩვენი რეგიონების მოსახლეობა. „განახლებული რეგიონების“ პროექტი ბიუჯეტის დეფიციტს არ გაზრდის, ანუ მისი დაფინანსება ბიუჯეტის დეფიციტის ზრდის ხარჯზე არ მოხდება. 500 მლნ ლარიდან დაფინანსების ნაწილი დონორ ორგანიზაციებზე მოდის, ხოლო დანარჩენი სახელმწიფო ბიუჯეტიდან. სახელმწიფოს ამისთვის დამატებითი ვალდებულებების აღება არ მოუწევს. კიდევ რა ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს ქვეყანას ურბანული განახლება ნახეთ აქ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system