თავში

ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის მომსახურება ფასიანი გახდება

ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის მომსახურება ფასიანი გახდება
ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის მომსახურება ფასიანი გახდება

მიმდინარე წლის პირველი მარტიდან თბილისის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახური მოქალაქეებს ერთი ფანჯრის პრინციპით - საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსით მოემსახურება, - ამის შესახებ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მერიაში მოსვლის შემდეგ, ერთ-ერთი პირველი რეფორმა, რაც განხორციელდა, ურბანული გადაწყვეტილებების სისტემატიზაცია და ზონალური საბჭოს გაუქმება იყო.

კახა კალაძის განცხადებით, ზონალური საბჭო სწრაფ ტემპში, თუმცა ქალაქისთვის საზიანო გადაწყვეტილებებს აფორმებდა და ლეგიტიმაციას აძლევდა ყველა იმ მშენებლობას, რაც დღემდე ქალაქის პრობლემად დარჩა.

ჩვენ შევქმენით ურბანული განვითარების საქალაქო სამსახური, რომელიც არქიტექტურის სამსახურს გამოეყო. ეს იყო რეფორმის პირველი ეტაპი და ყველა დამეთანხმება, რომ ჩვენი გადაწყვეტილებები ხარისხობრივად, რადიკალურად განსხვავდება იმ გადაწყვეტილებებისგან, რომელიც მანამდე მიიღებოდა. რა თქმა უნდა, ყველა პროექტს დეტალურად გავდივართ. არის მოთხოვნები დენდროლოგიურ პროექტებსა და სატრანსპორტო კვლევებთან დაკავშირებით, რათა თავიდან ავიცილოთ ის კოლაფსი, რაც დღეს ძალიან ბევრ ქუჩაზე გვაქვს. რეფორმის პირველი ეტაპის შემდეგ, გარდამავალ პერიოდში მთელი რიგი პრობლემები წარმოიქმნა - ძალიან ბევრი წერილი შემოდიოდა სამშენებლო ნებართვებზე, ასევე, განაშენიანების რეგულირების გეგმაზე. რა თქმა უნდა, ამ გარდამავალმა პერიოდმა გარკვეული პრობლემები შექმნა, თუმცა მშენებლობებთან დაკავშირებით, არცერთი განუხილველი წერილი არ გვაქვს. შესაძლოა, დაგვიანებები ფიქსირდებოდეს, თუმცა განუხილველი არცერთი მათგანი არაა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, უკვე დაიწყო რეფორმის შემდგომი ეტაპი და ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურში რეორგანიზაციაა გამოცხადებული. მისივე თქმით, ურბანული განვითარების სამსახური იმავე პრინციპით იმუშავებს, როგორც არქიტექტურის სამსახური და მისი მომსახურებაც ფასიანი იქნება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system