თავში

უსაფრთხოა თუ არა მარნეულში წარმოებული პროდუქცია

უსაფრთხოა თუ არა მარნეულში წარმოებული პროდუქცია
უსაფრთხოა თუ არა მარნეულში წარმოებული პროდუქცია

"მარნეულიდან გატანილი პროდუქტი დანარჩენ საქართველს შეუფერხებლად უნდა მიეწოდებოდეს, რადგან ამაში საშიში არაფერია," - ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხდა.

ეს არის აბსოლუტურად უვნებელი, აბსოლუტურად უსაფრთხო. ეს პროდუქტი ბაზარს უნდა მიეწოდებოდეს. აქ არის მნიშვნელოვანი, რომ თვითონ ეს ადამიანები, რომლებიც საკარანტინო ზონაში იმყოფებიან, არ გადაადგილდებიან საკარანტინო ზონის გარეთ. შესაბამისად, ჩვენ აქ გვექნება ორგანიზებულ სავაჭრო სივრცეზე საუბარი, იმისთვის, რომ ერთი მხრივ, მოხდეს პროდუქტის მარტივად შეტანა და მეორე მხრივ, ადგილზე წარმოებული პროდუქტის გარეთ გამოტანა“, - განმარტა მინისტრმა. 

შეგახსენებთ, მარნეულსა და ბოლნისში კარანტინია გამოცხადებული. მოწყობილია 12 საგუშაგო. ასევე მოეწყო საველე ჰოსპიტალი.

აღნიშნული გადაწყვეტილება, მარნეულში კორონავირუსის დაფიქსირებამ გამოიწვია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system