თავში

USAID და "აწარმოე საქართველოში“ პარტნიორობის ახალ ეტაპზე გადადიან

USAID და "აწარმოე საქართველოში“ პარტნიორობის ახალ ეტაპზე გადადიან
USAID და აწარმოე საქართველოში“ პარტნიორობის ახალ ეტაპზე გადადიან

USAID-სა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოს“ შორის დაიწყო ორწლიანი პარტნიორობის ახალი ეტაპი, რომლის მიზანი საქართველოს ეკონომიკაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (FDI) წახალისებაა.

ამის შესახებ report.ge-ს სააგენტოდან "აწარმო ესაქართველოში" აცნობეს. 

მათი განმარტებით, ინიციატივა ხელს შეუწყობს ისეთი შესაძლებლობების შექმნას, რომელიც საქართველოში მოიზიდავს მაღალი ღირებულებისა და მაღალშემოსავლიან საერთაშორისო ინვესტორებს და საქართველოს კერძო სექტორს დაეხმარება COVID-19-ით შექმნილი გამოწვევების გადალახვაში. ამასთანავე, ინიციატივის ფარგლებში განვითარებული ინოვაციური ეკონომიკა საქართველოს მოსახლეობისთვის მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილებს შექმნის.

“უცხოური ინვესტიციების საკონსულტაციო ფირმასთან OCO Global-თან მუშაობით გავზრდით ინვესტიციების მოზიდვის არეალს გლობალურ მასშტაბზე“ - განაცხადა „აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელმა, მიხეილ ხიდურელმა.

USAID-ის ფინანასური მხარდაჭერით, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ საინვესტიციო გუნდი მჭიდროდ ითანამშრომლებს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საკონსულტაციო ფირმასთან OCO Global-თან, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკაში მაღალანაზღაურებადი ინვესტიციების მოზიდვას და საქართველოს ეკონომიკის პოტენციალთან დაკავშირებით საერთაშორისო ინვესტორთა ცნობიერების ამაღლებას. ინიციატივის პრიორიტეტი იქნება ინდუსტრიული და ექსპორტზე ორიენტირებული პროექტები, როგორიცაა ინოვაციური, მაღალხარისხიანი ელექტრონიკის, სამედიცინო ინსტრუმენტების, საავააციო და მანქანების ნაწილების წარმოება.

“ეს ახალი პარტნიორობა ხელს შეუწყობს საქართველოს ეკონომიკის აღდგენის დაჩქარებას, ინვესტიციების მოზიდვას ინოვაციურ მრეწველობაში, მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნას და ქვეყნის კონკურენტულ, საერთაშორისო ბაზრებზე გასვლას. პარტნიორობა ხელს შეუწყობს USAID-ის ახალი სტრატეგიის განხორციელების დაჩქარებას, რომელიც გულისხმობს კერძო სექტორის გაძლიერებას, რათა შეიქმნას მაღალანაზღაურებადი დასაქმების შესაძლებლობები და განვითარდეს ეკონომიკა, რომელიც სარგებელს მოუტანს საქართველოს ყველა მოქალაქეს," - ამბობს USAID/საქართველოს მისიის დირექტორი პიტერ ვიბლერი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system