თავში

USAID-ი ქართული რეწვის გადარჩენას ცდილობს

USAID-ი ქართული რეწვის გადარჩენას ცდილობს
USAID-ი ქართული რეწვის გადარჩენას ცდილობს

USAID-ი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს და ფინანსურად მხარდაჭერას უცხადებს იმ მეწარმეებს, რომლებიც ძველ ქართულ ტრადიციებსაც ინარჩუნებენ. ორგანიზაციის განმარტებით ერთ-ერთი ასეთი მეწარმე და "USAID-საქართველოს" ერთ-ერთი ბენეფიციარია" სამცხე-ჯავახეთის მკვიდრი სპარტაკ ჯვარიძე. 

"სპარტაკ ჯვარიძე ხეზე კვეთის ოსტატია ახალციხიდან, სამცხე-ჯავახეთიდან. თითქმის 20 წელია სპარტაკი ტრადიციული რეწვის დარგში მუშაობს და ინარჩუნებს ძველ ტრადიციებსაც, რომელთა შთაგონების წყარო შუასაუკუნეების ქართული საეკლესიო არქიტექტურა და ორნამენტებია. USAID-ის პროგრამა ზრდისგან გრანტის მიღების შემდეგ სპარტაკმა სახელოსნოსთვის ხისა და ქვის კვეთის დანადგარები შეიძინა, რამაც მისი ბიზნესი კიდევ უფრო ეფექტური გახადა და შესაძლებლობა მისცა დაემზადებინა საეკლესიო ნივთები, ავეჯი, სამკაულები და ინტერიერის სხვადასხვა აქსესუარები. სპარტაკი ქართული რეწვის ტრადიციებს მომავალ თაობას გადაცემს, ცოდნას ადგილობრივ ახალგაზრდებს უზიარებს და ხელს უწყობს გახდნენ ხეზე კვეთის წარმატებული ოსტატები. USAID ამაყობს სპარტაკის მსგავს მეწარმეებთან პარტნიორობით, რომლებიც ხელს უწყობენ ეკონომიკის ზრდას და ძველ ქართულ ტრადიციებსაც ინარჩუნებენ," - აცხადებენ ორგანიზაციაში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system