თავში

USAID საქართველოში მთის ტურიზმის განვითარებაზეც იზრუნებს

USAID საქართველოში მთის ტურიზმის განვითარებაზეც იზრუნებს
USAID საქართველოში მთის ტურიზმის განვითარებაზეც იზრუნებს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანიამ“ და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) “ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამაზე” ერთობლივ შეხვედრა გამართეს.

ღონისძიების მიზანი გახლდათ სამთო ტურიზმის განვითარების ხელშემწყობი ინიციატივების განხილვა და მათი მხარდაჭერის მიზნით ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება. ღონისძიების ფარგლებში დაიგეგმა მთის ტურიზმის განვითარებასთან დაკავშირებული საკითხებისა და სამომავლო თანამშრომლობის ფარგლებში პერსპექტიული პროექტები. 


ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო USAID საქართველოს ეკონომიკური განვითარების ოფისმა, „მთის კურორტების განვითარების კომპანიამ“, ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის წარმომადგენლებმა, საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, საქართველოს სამთო გამყოლთა ასოციაციამ, სათავგადასავლო ტურიზმის სკოლამ და სხვა დაინტერესებული ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.

USAID საქართველოს ეკონომიკური განვითარების ოფისის წარმომადგენლები შეხვედრის შემდგომ გუდაურის სამთო-სათხილამურო ინფარსტრუქტურას დაათვალიერებენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system