თავში

უსახლკარო მოქალაქეების საკითხზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა

უსახლკარო მოქალაქეების საკითხზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა
უსახლკარო მოქალაქეების საკითხზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ზაზა გაბუნიას ხელმძღვანელობით უსახლკარო მოქალაქეების საკითხზე ეროვნული ბანკის, აღსრულების ეროვნული ბიუროს და საბანკო ასოციაციების მონაწილეობით სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

ამის შესახებ report.ge-ს პარლამენტის პრესსამსახურმა აცნობა.

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის, თემატური მოკვლევის ჯგუფის ხელმძღვანელის, ზაზა გაბუნიას ინიციატივით უკანასკნელი საცხოვრისიდან გამოსახლების საკითხებთან დაკავშირებით, პარლამენტში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის ფარგლებში საქართველოში ადამიანების სათანადო საცხოვრისით უზრუნველყოფის მდგომარეობის შესწავლის მიზნით შექმნილი თემატური მოკვლევის ჯგუფის სხდომებზე, ერთ-ერთ მთავარ პრობლემად უკანასკნელი საცხოვრისიდან გამოსახლების საკითხი გამოიკვეთა.

"შეხვედრაზე თემატური ჯგუფის ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უსახლკარობის პრობლემაზე მუშაობის ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი სწორედ ეს საკითხია და თემატური ჯგუფის ფორმატში, ძირითად აქტორებთან ერთად გადაწყდა განხილული იქნას ყველა ის მოსაზრება და რეგულაცია, რომელიც მსგავს მდგომარეობაში მყოფ მოქალაქეებს მომავალში უსახლკარობის პრობლემისგან ეფექტურად დააზღვევს. „დიდი თემაა, დიდი სამუშაოა, ამ კომპონენტის და ელემენტის გარეშე, ბუნებრივია, საერთო რეკომენდაციები უსახლკარო მოქალაქეებთან დაკავშირებით ვერ შემუშავდება, ამაზეც პარლამენტს უნდა გააჩნდეს საკუთარი მოსაზრება და ასეთ მოსაზრებების ჩამოყალიბება შესაძლებელია მსგავს ფორმატებში, როდესაც ის აქტორები, ვინც პოლიტიკას ქმნიან და ახორციელებენ, ეძებენ გამოსავალს“,-განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

შეხვედრას თემატური ჯგუფის წევრებთან ერთად ეროვნული ბანკის, საქართველოს ბანკების ასოციაციის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ასოციაციის და აღსრულების ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system