თავში

უშველა თუ არა ლარიზაციამ ლარს

უშველა თუ არა ლარიზაციამ ლარს
უშველა თუ არა ლარიზაციამ ლარს

დედოლარიზაციის მიღწევის უმთავრესი გზა ეროვნული ვალუტის მიმართ ნდობაზე გადის. დოლარიზაციის მაღალი დონე გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებისთვის მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს. არასტაბილურობისა და გარეგანი რყევების ზემოქმედების ხარისხი ეკონომიკაზე მაღალია, რის გამოც ადგილობრივი ვალუტა ნდობას კარგავს და უცხოური ვალუტისადმი მიდრეკილება იზრდება. ამ პრობლემასთან საბრძოლველად საქართველოს მთავრობამ ლარიზაციის 10 პუნქტიანი გეგმა წარმოადგინა, რომლის მიხედვითაც პირველ ეტაპზე 100 ათას, ხოლო მეორე ეტაპზე 2019 წლიდან 200 ათას ლარამდე სესხები მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში გაიცემა. ლარიზაციის ფარგლებში სავალდებულო გახდა ლარში ფასდადება, რის მიხედვითაც იურიდიულ პირებისთვის ნებისმიერი საქონლის ან მომსახურების ფასის გამოქვეყნება სავალდებულო გახდა მხოლოდ ლარით. მთავრობის ამ კამპანიის შედეგად სესხების დოლარიზაცია 65,4%-დან 57%-მდე შემცირდა. 

იქონია თუ არა გავლენა ლარიზაციის პროგრამამ ლარის გაუფასურებაზე, ამ კითხვით Report.ge ხავტამგ ხომიზურაშვილს მიმართა. ის კი კითხვაზე პასუხს პროგრამის ამოქმედებიდან დღემდე ფულადი მასის აგრეგატების ცვლილებით შეეცადა. მისი განმარტებით, მონეტარული აგრეგატი M2, რომელიც ითვლის მიმოქცევაში არსებულ ეროვნულ ვალუტას პლუს დეპოზიტებზე არსებული ანაბრები (ბანკთაშორის და სამთავრობო დეპოზიტების გარდა) პროგრამის დაწყებიდან, ანუ 2017 წლის იანვრიდან 2019 წლის აგვისტოს ჩათვლით 76%-ით არის გაზრდილი. მისივე თქმით, ამავე პერიოდში ბანკებს გარეთ არსებული ნაღდი ფული M0 აგრეგატი 44,5%-ით არის გაზრდილი. ამ მონაცემებზე დაყრდნობით, სპეციალისტი ამტკიცებს, რომ ლარიზაციის კამპანიამ მიმოქცევაში არსებული ფულის მასის ზრდა მნიშვნელოვნად დააჩქარა, რამაც ლარის გაუფასურებას შეუწყო ხელი.

ამ მოსაზრებას არ იზიარებენ საქართველოს ეროვნულ ბანკში, სადაც მიაჩნიათ, რომ ფულის მასის ზრდასა და ლარის გაუფასურებას შორის კავშირი არ არსებობს, რაც განვითარებული ფინანსური სექტორის დამსახურებაა. 

ცნობისთვის, საქართველოში ბაზრის 80%-ი იმპორტს უჭირავს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system