თავში

უცხოელმა ინვესტორებმა საქართველოს ფასიან ქაღალდებში კაპიტალდაბანდებები გაზარდეს

უცხოელმა ინვესტორებმა საქართველოს ფასიან ქაღალდებში
უცხოელმა ინვესტორებმა საქართველოს ფასიან ქაღალდებში კაპიტალდაბანდებები გაზარდეს

საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) ანგარიშის თანახმად, უცხოელი ინვესტორების საკუთრებაში 2020 წლის დეკემბრისთვის 657.6 მილიონი ლარის მოცულობის სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები იყო, რაც ნოემბერთან შედარებით - 45 მილიონი ლარით მეტი, ხოლო 2019 წლის დეკემბერთან შედარებით 277 მილიონი ლარით ანუ 72%-ით მეტი იყო.

2020 წლის დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ბაზრის მოცულობა 5.8 მილიარდ ლარს შეადგენდა. ამ ვალდებულებების 11.3% უცხოელი ინვესტორების საკუთრებაშია. ფასიანი ქაღალდების პორტფელის 70%-ს ქართული კომერციული ბანკები ფლობენ, 17% კი, ეროვნულ ბანკს ეკუთვნის. სხვა ადგილობრივი ინვესტორები (კომერციული ბანკების გარდა) 58 მილიონი ლარის მოცულობის სახელმწიფო ფასიან ქაღალდებს ფლობენ.

სებ-ის მონაცემებით, 2020 წლის დეკემბერში სახელმწიფო ობლიგაციების საშუალო სარგებელი 8.17% იყო. მაღალი საპროცენტო ამონაგების პარალელურად საერთაშორისო ინვესტორებისთვის ქართულ ეკონომიკაში ფულის დაბანდება სავალუტო რისკის შემცველია, ლარის კურსის არასტაბილურობის გამო. 

ცნობისთვის, სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები მთავრობის მიერ გამოშვებულ სახაზინო ობლიგაციებსა და სახაზინო ვალდებულებებს წარმოადგენს. მათი მეშვეობით საქართველოს მთავრობა შიდა ვალს იღებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system