თავში

"ვაჭრობის შეზღუდვა მშპ-ს შეამცირებს"

"ვაჭრობის შეზღუდვა მშპ-ს შეამცირებს"
ვაჭრობის შეზღუდვა მშპ-ს შეამცირებს

"შეზღუდვები, რომლებიც დაწესდა დიდ დარტყმას მიაყენებს საშუალო და მცირე ბიზნესს, მიუხედავად იმისა, რომ ეს ოფიციალურად გავრცელდა ბიზნესის რაღაც სექტორზე, რომელიც ჩამონათვალშია,   მაგრამ ტრანსპორტის საყოველთაო გაჩერება ფაქტობრივად ნიშნავს, რომ თითქმის ყველა სფერო იზრალებს,"  - ასე აფასებს მთვრობის დაწესებულ ნაწილობრივ ლოკდაუნს ეკონომიკის ექსპერტი ნიკა შენგელია. 

მისი თქმით, შეზღუდვები ორ თვეზეა დეკლარირებული, თუმცა ეკონომიკა რეალურად მინიმუმ 4 თვთ პაუზდება. 

"შეზღუდვა მინიმუმ 2 თვე გაგრძელდება. ასეც რომ იყოს, ეს ნიშნავს, რომ საშუალო და მცირე ბიზნესის ამოქოქვას მინიმუმ თებერვლის შემდეგ 3-4 თვე მაინც დაჭირდება. ფაქტობრივად, ტურისტული სექტორი და მასთან ერთად განვითარებადი საკვების სექტორი ორივე ერთად ჩამოიშლება. ეს ის სეგმენტია, რომელსაც მთავრობის ეკონომიკური გუნდი ბოლო 2 ათეული წელი მაქსიმარულ ყურადღებას უთმობდა და ანვითარებდა. არაერთხელ აღგვინიშნავს, რომ ეკონომიკის მხოლოდ ამ სექტორზე ჩამოკიდება დიდი შეცდომა გახლდათ და ამის ჭეშმარიტებაში პანდემიამ დაგვარწმუნა," - გვიხსნის შენგელია და დასძენს, რომ გამკაცრებული შეზღუდვების გამო ქვეყნოს ეკონომიკური განვითარების მსფ-ის (მსოფლიო სავალუტო ფონდი)  პროგნოზი ეჭვის ქვეშ დგება, თუმცა ეს მოსალოდნელიოც იყო. რაც შეეხება ლარს, ნაწილობრივი ლოქდაუნი ლარის კურსზე ამ ეტაპზე დიდად არ იმოქმედებს.

"ამაზე ადრეც ბევრჯერ განვაცხადეთ რომ ყველა პროგნოზი როგორც მსფ ის ასევე სარეიტინგო კომპანიების მიერ მონიჭებული საპნის ბუშტებივით გასკდებოდა. მთავრობის გადაწყვეტილება ნაწილობრივი ლოქდაუნის შესახებ ლარის კურსზე ამ ეტაპზე დიდად არ იმოქმედებს, ყოველ შემთხვევაში, არ ჩანს ჯერჯერობით ფაქტორები, რომ, ვთქვათ, ლარის კურსი დეკემბრის 14 რიცხვამდე 3,40 იან ნიშნულს გადაცდება. ჩვენი აზრით, მთავრობას ანალოგიური შეზღუდვებისათვის სექტემბრის თვეში უნდა მიემართა, აღნიშნული მიცემდა საშუალებას დღეს კოვიდპანდემიასთან დაკავშირებით ასეთი ციფრები და სიტუაცია არ ქონოდა. ასევე, სამწუხაროდ, შეგვიძლია ვთვათ, რომ მთავრობას არც 8 თვის წინ ჰქონია რაიმე გეგმა სიტუაციიდან გამოსვლის და არც ახლა აქვს. ფაქტიურად ჩამოშლილია სამედიცინო სექტორი სადაც რეალურად მძიმე კოვიდინფიცირებული ავადმყოფები ვერ ახერხებენ მკურნალობას ადგილების უქონლობის გამო. გასული 8 თვის პერიოდში რომ რაიმე ქმედითი ღონისძიებები დაეგაგმათ და სწორი ნაბოჯები გადადგმულიყო, ასეთი სიტუაცია ნამდვილად არ იქნებოდა," - ამბობს ნიკა შენგელია report.ge-სთან. 

მისივე მტკიცებით, რეცესიაში მყოფი ეკონომიკისათვის წინასაახალწლო პერიოდში ასეთი შეზღუდვა ვაჭრობას მნიშვნელოვნად შეამცირებს, რაც თავისთავად ასახვას ჰპოვებს მშპ-ს მაჩვენებლებში. ხელისუფლებას ის დაპირებული დახმარებების ოპერატიულ გაცემას ურჩევს.

"ეხლა რაც უნდა გააკეთოს ხელისუფალმა, ისაა, რომ დროულად დაიწყოს კომპენსაციების გაცემა მათვიის, ვინც სამსახრი დაკარგა. ეს არ უნდა დაღჩეს მხოლოდ დაპირებად, როგორც ეს წინა ლოქდაუნის დროს გააკეთეს. ვგულისხმობ იმას, რომ, ვინც რეალურად დამსახური დაკარგა, ნაწილი ასეთი ადამიანები ხელისუფლებამ დაპირებული 200-ლარიანი დახმარების გარეშე დატოვა," - ამბობს ექსპერტი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system