თავში

ვადაგადაცილებული სესხები 47.1 მლნ ლარით გაიზარდა

ვადაგადაცილებული სესხები 47.1 მლნ ლარით გაიზარდა
ვადაგადაცილებული სესხები 47.1 მლნ ლარით გაიზარდა

ოქტომბერში ვადაგადაცილებული სესხები 47.1 მლნ ლარით გაიზარდა და 570.2 მლნ ლარს გაუტოლდა. მათი წილი კომერციული ბანკების საკრედიტო პორტფელში 1.5 პროცენტი იყო. 

ამის შესახებ აღნიშნულია ეროვნული ბანკის (სებ) ოქტომბრის ეკონომიკურ მიმოხილვაში. 

დოკუმენტის მიხედვით, ვადაგადაცილებული სესხების 30.4 პროცენტი ეროვნული ვალუტით არის დენომინირებული. საანგარიშო პერიოდში, მთლიანი საკრედიტო პორტფელის დოლარიზაციის მაჩვენებელი 1.3 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 55.7 პროცენტს გაუტოლდა.

საბანკო სისტემაში საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთები სესხებზე მიმდინარე წლის ოქტომბერში შემცირდა 0.7 პროცენტული პუნქტით და 11.8 პროცენტს შეადგენს. უცხოური ვალუტით დენომინირებულ სესხებზე საშუალო შეწონილი წლიური საპროცენტო განაკვეთმა 0.1 პროცენტული პუნქტით მოიმატა და 6.8 პროცენტს შეადგენს. 

ეროვნული ვალუტით გაცემულ კრედიტებზე საპროცენტო განაკვეთი 0.2 პროცენტული პუნქტით 14.9 პროცენტამდე შემცირდა. 

ეროვნული ვალუტით სესხების შემთხვევაში, საპროცენტო განაკვეთებმა ფიზიკური პირებისთვის 0.9 პროცენტული პუნქტით - 17.5 პროცენტამდე შემცირდა, ხოლო იურიდიული პირების სესხებზე 0.1 პროცენტული პუნქტით წლიურ 11.3 პროცენტამდე მოიმატა. 

უცხოური ვალუტის შემთხვევაში, იურიდიული პირების სესხებზე საპროცენტო განაკვეთები გაიზარდა 0.1 პროცენტული პუნქტით და 7.0 პროცენტს შეადგენს. ხოლო ფიზიკური პირების შემთხვევაში, უცვლელია და 6.4 პროცენტს შეადგენს. 

წლის ოქტომბერთან შედარებით საპროცენტო განაკვეთები უცხოური ვალუტის სესხებზე 0.4 პროცენტული პუნქტით, ხოლო ეროვნული ვალუტის სესხებზე კი 0.1 პროცენტული პუნქტით შემცირდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system