თავში

ვადაგადაცილებული სესხები 68.7 მლნ ლარით გაიზარდა

ვადაგადაცილებული სესხები 68.7 მლნ ლარით გაიზარდა
ვადაგადაცილებული სესხები 68.7 მლნ ლარით გაიზარდა

2021 წლის იანვარში ვადაგადაცილებული სესხები 68.7 მლნ ლარით გაიზარდა და 602.2 მლნ ლარს გაუტოლდა. ამის შესახებ აღნიშნულია ეროვნული ბანკის (სებ) იანვრის თვის განახლებულ მიმოხილვაში. დოკუმენტის მიხედვით, ვადაგადაცილებული სესხების წილი კომერციული ბანკების საკრედიტო პორტფელში 1.6 პროცენტი იყო. 

სებ-ის მიხედვით, ვადაგადაცილებული სესხების 38.7 პროცენტი ეროვნული ვალუტით არის დენომინირებული. საანგარიშო პერიოდში, მთლიანი საკრედიტო პორტფელის დოლარიზაციის მაჩვენებელი 0.2 პროცენტული პუნქტით, 55.5 პროცენტამდე გაიზარდა.

"საბანკო სისტემაში საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთები სესხებზე, მიმდინარე წლის იანვარში, 0.7 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 12.2 პროცენტს შეადგენს. უცხოური ვალუტით დენომინირებულ სესხებზე, საშუალო შეწონილი წლიური საპროცენტო განაკვეთი უცვლელია და 6.9 პროცენტს შეადგენს. ეროვნული ვალუტით გაცემულ კრედიტებზე საპროცენტო განაკვეთი 1.3 პროცენტული პუნქტით, 15.7 პროცენტამდე გაიზარდა. ეროვნული ვალუტით სესხების შემთხვევაში, საპროცენტო განაკვეთებმა ფიზიკური პირებისთვის 1.7 პროცენტული პუნქტით, 18.7 პროცენტამდე მოიმატა, ხოლო იურიდიული პირების სესხებზე 0.5 პროცენტული პუნქტით, წლიურ 12.1 პროცენტამდე. უცხოური ვალუტის შემთხვევაში, იურიდიული პირების სესხებზე საპროცენტო განაკვეთები 0.1 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 7.0 პროცენტს გაუტოლდა. ფიზიკური პირების მიერ უცხოური ვალუტით აღებული სასესხო განაკვეთები კი, 0.5 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 6.7 პროცენტს შეადგენს. წინა წლის იანვართან შედარებით, საპროცენტო განაკვეთები უცხოური ვალუტის სესხებზე 0.9 პროცენტული პუნქტით, ხოლო ეროვნული ვალუტის სესხებზე - 0.2 პროცენტული პუნქტით გაიზარდა," - განმარტებულია სებ-ის იანვრის მიმოხილვაში. 

ცნობისთვის ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის, პროგნოზით, ვადაგადაცილებული სესხების წილი მაქსიმუმ 10-მდე შეიძლება გაიზარდოს. კობა გვენეტაძე განმარტავს, რომ პრობლემა უმეტესად ექმნებათ სესხებს, რომლებიც უცხოურ ვალუტაში არის აღებული, ამიტომაც ქვეყნის პირველი ბანკირის რეკომენდაციაა, რომ სესხის აღება უნდა მოხდეს იმ ვალუტაში, რომელშიც შემოსავალი ფიქსირდება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system