თავში

ვადაგადაცილებული სესხების წილი სასესხო პორტფელის 8,4%-ს შეადგენს

ვადაგადაცილებული სესხების წილი სასესხო პორტფელის 8,4%-ს შეადგენს
ვადაგადაცილებული სესხების წილი სასესხო პორტფელის 8,4%-ს შეადგენს

ეროვნული ბანკის (სებ) პრეზიდენტი ამბობს, რომ 2021 წლის დასაწყისში ვადაგადაცილებული სესხების წილი 4,5%-დან გაიზარდა და ის ამჟამად 8,4%-ს შეადგენს. კობა გვენეტაძის პროგნოზით, ვადაგადაცილებული სესხების წილი მაქსიმუმ 10-მდე შეიძლება გაიზარდოს. 

„ჩვენი მოლოდინია, რომ პიკის შემთხვევაში წლის პირველ ნახევარში ზრდა იქნება დაახლოებით 10%, თუმცა ასეთ შემთხვევაში ნეგატიური გავლენა არ იქნება, რადგან წინმსწრებად ბანკებმა შეაფასეს მოსალოდნელი დანაკარგები და რეზერვები შექმნეს“- ამბობს სებ-ის პრეზიდენტი.

კობა გვენეტაძე განმარტავს, რომ პრობლემა უმეტესად ექმნებათ სესხებს, რომლებიც უცხოურ ვალუტაში არის აღებული, ამიტომაც ქვეყნის პირველი ბანკირის რეკომენდაციია ,სესხის აღება უნდა მოხდეს იმ ვალუტაში, რომელშიც შემოსავალი ფიქსირდება. 

მისივე მტკიცებით, ბანკები სესხების ჩამოწერას ვერ ახერხებენ, მათ ეს სესხები გარკვეული ვალდებულებების სანაცვლოდ აქვთ გაცემული, რომელიც არ შემცირებულა. ამის გარეშე კი, გვენეტაძის განმარტებით, შეუძლებელია, ბანკებმა ჩამოწერონ სესხები.

„გადავადების მეორე ტალღის შემდგომ, ეროვნულმა ბანკმა წახალისების შედეგად, დეკემბრის ბოლოს გადავადების მესამე ტალღა დაიწყეს. მსესხებლების შემთხვევაში, რომლებიც შემოსავლის დაკარგვის გამო ვერ ახერხებენ და სჭირდებათ შემდგომი საშეღავათო პირობები, სებ-ი არ სთხოვს კომერციულ ბანკებს მოსალოდნელი დანაკარგის დამატებითი რეზერვის შექმნას. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომლის გამოც კომერციულ ბანკებს შეუძლიათ ასეთი მიდგომა გააგრძელონ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ამ სიტუაციაში. შესაძლებელია სესხების რესტრუქტურიზაცია მოხდეს ისე, რომ გადამხდელზე მორგება მოხდეს“," - განმარტავს სებ-ის პრეზიდენტი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system