თავში

ვადაგასული პროდუქტის გაყიდვის ფაქტი არ დაფიქსირებულა

ვადაგასული პროდუქტის გაყიდვის ფაქტი არ დაფიქსირებულა
ვადაგასული პროდუქტის გაყიდვის ფაქტი არ დაფიქსირებულა

ვადაგასული პროდუქტის გაყიდვის ფაქტი არ დაფიქსირებულა“, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სურსათისა და სოფლის განვითარების დეპარტამენტის უფროსმა, თენგიზ კალანდაძემ განაცხადა. 

გუშინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს მომხმარებელი სალმონელათი დაავადების რისკის წინაშეა. მომხმარებელი ამბობდა, რომ მაღალი მოთხოვნის გამო არაკეთილსინდისიერი ბიზნესოპერატორები ვადაგასულ პროდუქტებს ყიდდნენ. 

ფაქტი თენგიზ კალანდაძემ უარყო და მომხმარებელს სამინისტროსთან დაკავშირება სთხოვა.

„სალმონელა გადადის ხორცპროდუქტებით. თავის მხრივ, ხორცპროდუქტები ინახება მაცივარში, გაყინული სახით, შესაბამისად, დაავადების გავრცელების რისკი არ არის. ჩვენი მხრიდან ვადაგასული პროდუქტის გაყიდვის ფაქტი არ დაფიქსირებულა, თუმცა მომხმარებლებს მოვუწოდებთ, თუკი მსგავს რამეს შენიშნავთ, აუცილებლად შეგვატყობინეთ ნომერზე 1501," - განაცხადა კალანდაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system