თავში

ივანე მაჭავარიანი: ვაკეთებ იმაზე მეტს, ვიდრე რომელიმე მინისტრს გაუკეთებია

ვაკეთებ იმაზე მეტს, ვიდრე რომელიმე მინისტრს გაუკეთებია
ივანე მაჭავარიანი: ვაკეთებ იმაზე მეტს, ვიდრე რომელიმე მინისტრს გაუკეთებია

ფინანსთა მინისტრი მიიჩნევს, რომ ანგარიშვალდებულების კუთხით იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე ნებისმიერი სხვა მინისტრი. ამის შესახებ მან ეკონომიკურ კონფერენციაზე „საქართველო და მსოფლიო 2020" ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. 

მისი თქმით, „მინისტრის საათის“ ფარგლებში, მან ოპოზიციის მიერ წინასწარ გამოგზავნილ ყველა კითხვას უპასუხა, თუმცა დეპუტატები სხდომას არც დაესწრნენ.

„ოდესმე საქართველოში, პარლამენტარიზმის ისტორიაში ამაზე მეტჯერ თუ იყო მინისტრი მისული, ვიდრე მე ვიყავი ბოლო 6 თვის განმავლობაში. ან თუ გინდათ აიღეთ 2019 წელი. ეს რაოდენობრივი. ახლა ხარისხობრივი ნაწილი. შეიძლება იარო, მაგრამ არაფერი ილაპარაკო. ზუსტად 3 დღით ადრე რა კითხვებიც იყო გამოგზავნილი წერილში, წინსწრებით, ჩემი მინისტრის საათის მოხსენების დრო დავუთმე ამ კითხვებზე პასუხის გაცემას. თანდართული პრეზენტაციით.ისხდნენ, მერე გავიდნენ. იქ ხომ შეიძლებოდა დისკუსია გამართულიყო. ეს ხომ იმის ნიშანია, რომ შინაარასობრივი ნაწილი არავის აინტერესებს. იმაზე დეტალურად რაღა უნდა მელაპარაკა, რაც მინისტრის საათში ვილაპარაკე. თუ არ აინტერესებს, არ მივალ“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

შეგახსენებთ, კომიტეტის სხდომაზე ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წარმომადგენლებმა ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი დაიბარეს, თუმცა მინისტრი კომიტეტის სხდომაზე არ მივიდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system