თავში

ვაკის პარკის იერსახეს კომპანია “დაგი” განაახლებს

​ვაკის პარკის იერსახეს კომპანია “დაგი” განაახლებს
ვაკის პარკის იერსახეს კომპანია “დაგი” განაახლებს

ვაკის პარკის რეაბილიტაციას კომპანია “დაგი” განახორციელებს. თბილისის მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერის გამარჯვებული სწორედ “დაგი ჯგუფია". კომპანიამ 5 კონკურენტს შორის ყველაზე დაბალი ფასი წარადგინა.

სახელმწიფო შესყიდვის საწყისი ღირებულება 19.9 მილიონი ლარი იყო, კომპანიამ კი მუნიციპალიტეტს სამუშაოების განხორციელებისთვის 16 784 244 ლარი შესთავაზა. 

პროექტის თანხის ძირითადი ნაწილი - 92,48%- 2021 წლის ბიუჯეტიდან გამოიყოფა.

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ვაკის პარკის ტერიტორიაზე არსებული კასკადისა და შადრევნების რეაბილიატაციის საპროექტო დოკუმენტაცია შპს LMC-მ შექმნა. სწორედ მან დაამუშავა კასკადისა და შადრევნების, როგორც არქიტექტურული, ისე საინჟინრო პროექტები.

ვაკის პარკს და კასკადს აქვს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი, ამიტომაც ვაკის პარკის კასკადი და შადრევნები პირვანდელი სახით აღდგება

 ვაკის პარკის რეაბილიტაციის პროექტი, რომელიც ბრიტანულმა კომპანიამ - CBA Studios მოამზადა.

მისივე თქმით, ადგილობრივ მოსახლეობასთან აქტიური კომუნიკაცია შედგა, ჩატარდა საჯარო შეხვედრაც, რომელზეც პროექტის ავტორებმა პარკის ფუნქციურ ზონირებასთან დაკავშირებით, საკუთარი ხედვები და მოსაზრებები წარადგინეს.

„ვაკის პარკის რეაბილიტაციის შემდეგ, დედაქალაქში ულამაზესი სივრცე იქნება. გარდა ამისა, ჩვენ გვქონდა შეხვედრები ადგილობრივ მოსახლეობასთან, გავაცანით პროექტი, იყო მსჯელობა, შენიშვნები, რომელიც გავითვალისწინეთ. ახლა დაწყებული გვაქვს სამუშაოები საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან იმისთვის, რომ მივიღოთ დაფინანსება და რაც შეიძლება მალე დავიწყოთ პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები. ორივე ერთად, კასკადისა და პარკის რეაბილიტაცია ერთ-ერთი მსხვილი პროექტია და ქალაქში მნიშვნელოვანი სივრცე გვექნება“, - განმარტავს დედაქალაქის მერი კახა კალაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system