თავში

ვაქცინაცია ერთადერთი საშუალებაა ქვეყანაში ეკონომიკის ზრდის შესანარჩუნებლად - ხუციშვილი

ვაქცინაცია ერთადერთი საშუალე
ვაქცინაცია ერთადერთი საშუალებაა ქვეყანაში ეკონომიკის ზრდის შესანარჩუნებლად - ხუციშვილი

მომდევნო თვეების განმავლობაში და მომავალ წელსაც ეკონომიკური მდგომარეობის მიმართულებით რისკები რჩება, რომელიც ძირითადად პანდემიითაა გამოწვეული,- ამი შესახებ ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„თუმცა ცალსახად მინდა აღვნიშნო, რომ მიმდინარე პროგნოზით, 7,7%-იან ეკონომიკურ ზრდაში, სრულადაა ასახული დღევანდელი რისკები, რომელიც პანდემიიდან გამომდინარე არსებობს“, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

ამასთან ფინანსთა მინისტრმა მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდა. „ვაქცინაცია ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკისთვის და მოქალაქეებისთვის, იმისთვის, რომ გადავარჩინოთ სიცოცხლე და დავიცვათ ჩვენს გარშემო ადამიანები, განსაკუთრებით ბავშვები, რომელთა მიმართებითაც ბოლო პერიოდში იზრდება ინფიცირების შემთხვევები. ვაქცინაცია ერთადერთი საშუალებაა, რომ ქვეყანაში ეკონომიკის ზრდის ტემპი შენარჩუნდეს“, - აღნიშნა ხუციშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system