თავში

ვალდებულებები დაბეგვრის ნაწილში თითქმის შესრულებულია

ვალდებულებები დაბეგვრის ნაწილში თითქმის შესრულებულია
ვალდებულებები დაბეგვრის ნაწილში თითქმის შესრულებულია

"საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა დაბეგვრის ნაწილში ევროპასთან ასოცირებით ნაკისრი ვალდებულებები შეასრულა. ევროდირექტივებთან ჰარმონიზაცია კი ჩვენი ქვეყნისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია," -ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ განაცხადა.

დეპუტატის თქმით, საგადასახადო კანონმდებლობის ევროკავშირის დირექტივასთან დაახლოების მიზნით შემუშავებულ საგადასახადო კოდექსში ცვლილებებს, მესამე მოსმენით პარლამენტი მომავალ კვირას მიიღებს, ამით კი დაბეგვრის ნაწილში ასოცირებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება ფაქტიურად დასრულდება.

"საგადასახადო კოდექსში საკმაოდ კომპლექსური ცვლილებები განხორციელდა, რაც პირველ რიგში დღგ-ის მიმართულებას ეხება. ეს არის მნიშვნელოვანი პაკეტი, კომპლექსური, როგორც გადახდის გამარტივების კუთხით, ასევე - საკმაოდ ინვენტარიზებული დახასიათებაა დღგ-ის თვალსაზრისით“-განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ და დასძინა, რომ ევროდირექტივებზე დაყრდნობით პარლამენტმა უკვე მიიღო მთავრობის მიერ ინიცირებული „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ კანონში ცვლილება, რაც ირაკლი კოვზანაძის შეფასებით, ფასიანი ქაღალდების ბაზრის გამჭვირვალობას და ამ პროცესისადმი ინვესტორის მაღალ ნდობას უზრუნველყოფს. 

"რაც შეეხება სხვა შესრულებულ ევროდირექტივებს: პარლამენტმა 2019 წლის საშემოდგომო სესიაზე დაამტკიცა „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, საქართველოში კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის წინ გადადგმული ნაბიჯია. ასევე, დირექტივასთან დაახლოების მიზნით, საქართველოს პარლამენტმა 2017 წლის მაისში მიიღო კანონი „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“. 2020 წლის 1 ივლისიდან დეპოზიტების დაზღვევის ზღვარი 5000-დან 15 000 ლარამდე გაიზარდა. შესრულებულ ვალდებულებებშია კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკანონმდებლო პაკეტი საგადასახადო კუთხით: ახალი საბაჟო კოდექსი, რომელიც პარლამენტმა გასული წლის 28 ივნისს მიიღო და 2019 წლის 1 სექტემბერიდან ამოქმედა. „კოდექსით გათვალისწინებულია საქართველოში ევროკავშირის მსგავსი საბაჟო პროცედურების დანერგვა, ამასთან შენარჩუნებულია ყველა მარტივი პროცედურა, რაც საგადასახადო და საბაჟო ვალდებულებების ერთიან ადმინისტრირებას უკავშირდება“-აღნიშნავს კოვზანაძე.

ასოცირების შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის 2020 წლის სამოქმედო გეგმის მიმდინარეობის და შესრულების ანგარიშები საფინანსო-საბიუჯეტო და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტებმა, გაერთიანებულ სხდომაზე, გუშინ მოისმინეს და ცნობად მიიღეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system