თავში

"ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ ვალდებულებების შესრულებაზე მუშაობს

ვალდებულებების შესრულებაზე მუშაობს
ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ ვალდებულებების შესრულებაზე მუშაობს

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალური დირექტორის, ლევან ახვლედიანის თქმით, კონსორციუმის შესაძლო დახურვასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. როგორც ლევან ახვლედიანმა განაცხადა, კონსორციუმიდან თანამშრომლები არ გაუთავისუფლებიათ და გავრცელებული ინფორმაცია არასწორია.

„თანამშრომლები არ გაგვიშვია. მუშაობას ჩვეულებრივად ვაგრძელებთ. ასევე, ვაგრძელებთ ჩვენი ვალდებულებების შესრულებას, რაც ხელშეკრულებით გვაქვს ნაკისრი. რაღაც გაუგებარი ინტერპრეტაცია მოჰყვა თანამშრომლებთან სამომავლო გეგმების განხილვას, ვიღაცამ არასწორად გაავრცელა ინფორმაცია“, - განაცხადა ლევან ახვლედიანმა.

შეგახსენებთ, 15 ოქტომბერს იწურება ვადა, როცა კონსორციუმმა მთავრობას ინვესტორ ბანკებთან თანხების გამოყოფის თაობაზე შეთანხება უნდა წარუდგინოს. ახვლედიანი აცხადებს, რომ კონსორციუმი აგრძელებს ვალდებულებების შესრულებას და უფრო ვრცლად 15 ოქტომბრის შემდგომ ისაუბრებს. 

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ შესაძლო დახურვასთან დაკავშირებით ინფორმაცია მედიაში გუშინ გავრცელდა, სადაც აღნიშნული იყო, რომ კონსორციუმის პერსონალს განცხადებების დაწერა სთხოვეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system