თავში

ვალის გადასაფარად საქართველოს რკინიგზა ახალ ვალს იღებს

ვალის გადასაფარად საქართველოს რკინიგზა ახალ ვალს იღებს
ვალის გადასაფარად საქართველოს რკინიგზა ახალ ვალს იღებს

„საქართველოს რკინიგზას“ ევრობონდების განაღდება 2022 წელს უწევს. კომპოანია ამ ვალის რეფინანსირებას აპირებს. მომზადებულია ემისიის წინასწარი ვარიანტი. კომპანიამ უკვე დაიქირავა ბანკები, ანდერრაიტერები და იურისტები, რომლებიც ჩართულნი არიან ევრობონდების რეფინანსირებაში.  „საქართველოს რკინიგზამ“ ევრობონდების რეფინანსირების სავარაუდო თარიღად 2021 წლის ივნისს ასახელებს. 

„საქართველოს რკინიგზას“ 500 მლნ დოლარიანი ევრობონდები 7.75%-ში აქვს მოზიდული. კომოპანიის მენეჯმენტი ელოდება, რომ  ახალი ბონდები ბევრად დაბალ პროცენტში იქნება გამოშვებული. მათი ვარაუდით ახალი ვალის  საპროცენტო განაკვეთი 4%-ი იქნება. 

შეგახსენებთ, მარტში  „საქართველოს რკინიგზის“ გრძელვადიანი საკრედიუტო რეიტინგი "B +" დონეზეა დადასტურებული. კომპანიის დირექტორთა საბჭოში ცვლილებაა. რკინიგზის სატვირთო გადაზიდვების დირექტორი კახა გუდიაშვილი გახდა, რომელმაც ამ პოსტზე ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ დაწინაურებული გურამ გურამიშვილი ჩაანაცვლა. გუდიაშვილი აქამდე რკინიგზის სატვირთო გადაზიდვების ფილიალის დირექტორის მოადგილე იყო, ხოლო გურამ გურამიშვილი 5 მარტიდან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system