თავში

ვარდნის ტემპი საქართველოს ეკონომიკაში

ვარდნის ტემპი საქართველოს ეკონომიკაში
ვარდნის ტემპი საქართველოს ეკონომიკაში

აპრილში საქართველოს ეკონომიკამ ვარდნის მაღალი ტემპი აჩვენა. როგორც სტატისტიკოსი სოსო არჩვაძემ report.ge-თან განმარტა, წინა თვეში კლება ეკონომიკის ჩაკეტვამ გამოიწვია და მშპ-ს კლების ტენდენცია მომდევნო თვეებში მხოლოდ მცირე მაჩვენებლით შეიძლება დაფიქსირდეს, რაც ეკონომიკის დროულ გახსნილობას უკავშირდება. ნეგატიური სტატისტიკის მიუხედავად, სტატისტიკოსი ფიქრობს, რომ საქართველო კრიზისიდან გამოსვლის სწორ გზას ადგას და გრძელვადიან პერსპექტივაში პრობლემის მოგვარება სავსებით შესაძლებელია.

,,მოსალოდნელი იყო, რომ ეკონომიკაში კლება დაფიქსირდებოდა, მაგრამ 16,6%-ით შემცირება საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. თუმცა ამან პანიკაში არ უნდა ჩაგვაგდოს, მომდევნო თვეებში ამაზე  მეტად ეკონომიკა არ დაეცემა და ვარდნის მასშტაბი სულ უფრო ნაკლები  იქნება. ჯერჯერობით კი სერიოზულად მივდივართ მინუსში, აპრილში 16,6%-იანი შემცირება გვაძლევს 4 თვეში 3,6 %-იან ვარდნას ეკონომიკაში, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სექტორის დახურვა დაიწყო მარტში, ზოგან მეორე, ზოგან - მესამე დეკადაში, ამიტომ ამ ციფრებმა არ შეგვიყვანოს შეცდომაში. სავსებით შესაძლებელია, რომ უკევე მაისში მდგომარეობის გამოსწორდეს", - აცხადებს სოსო არჩვაძე.

მისი შეფასებით, სამთომოპოვებით მრეწველობაში დაფიქსირებული ზრდა პოზიტიური ფაქტორია, მაგრამ თავისი მასშტაბიდან გამომდინარე, იგი ეკონომიკაში არსებულ ვითარებას ვერ შველის.

,,სამთომოპოვებითი მრეწველობა მდგრადობას ინარჩუნებს. თუმცა ის მცირე მასშტაბის საქმიანობის სფეროა, სადაც სულ რამდენიმე, დაახლოებით 10-12 ათასი ადამიანია დასაქმებული და მისი გავლენა ეკონომიკის პარამეტრებზე უმნიშვნელოა. ამიტომ ეს ინფორმაცია უნდა ავიღოთ მოცემულობა და არა როგორც გარდამტეხი ფაქტორი ეკონომიკის ფორმირებაში. მთლიანობაში, რაც არ უნდა პრობლემა იყოს, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ  ეკონომიკის გახსნილობა გარკვეულ სეგმენტში და მომსახურების სფეროს სრულმასშტაბიანი დატვირთვა საკმაოდ დაჩქარებულ ტემპში მოვახდინეთ. ამიტომ ვფიქრობ, რომ მთავრობის სწორმა სტრატეგიამ, იზოლაციის მკაცრი ფორმის გამოყენებამ ქვეყანას მისცა საშუალება ათობით მილიონი ლარის საბიუჯეტო სახსრები დაეზოგა და დაეწყო ეკონომიკის გახსნის პროცესი. ახლა მთავარია, კრიზისიდან ნაკლები დანაკარგით ამოვიდეთ", - აცხადებს სტატისტიკოსი. 

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2020 წლის აპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) კლებამ 16.6 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2020 წლის პირველი ოთხი თვის საშუალო მაჩვენებელი -3.6 პროცენტია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system